თარგის განხილვა:არაბული ანბანი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გადახედეთ რა, ზოგი რაღაც შესასწორებელია: ح-ს და ﻩ-ს ქართულად ორივეს "ჰა" ჰქვია. ამიტომ ორივეს ერთი ბმული აქვს. :(. DDA 13:28, 2 ივლისი 2008 (UTC)[უპასუხე]

და ორივე ჰექტარზე გადადის:)) --გიგა პასუხი 13:54, 2 ივლისი 2008 (UTC)[უპასუხე]

არა, ეგ გავასწორე უკვე, აღარ გადადის. ახლა უბრალოდ სწორი დასახელებებია საჭირო. DDA 14:02, 2 ივლისი 2008 (UTC)[უპასუხე]

არაბული ანბანის სტატიაში და შესაბამისად ამ თარგშიც სპეციალისტი (არაბულის მცოდნე) არის საჭირო. მე დიდიხანია არაბულთან შეხება არ მქონია, მაგრამ მეც კი მახსოვს რომ ه (ჰა) და ي (ჲეჰ) კლასიკურ არაბულ ანბანში არ იწერება, რადგან ესენი თანხმოვნები არ არიან, არამედ დამხმარე „აღნიშვნები“. ხოლო ანბანში აკლია ჲოტა, რომლიც ცალკემდგომი ჰგავს ي (ჲეჰ)-ს, თუმცა მის ქვევით „ორი წერტილი“ არ არის. თუ ეს ანბანი წარმოადგენს არაბული ენის სახეცვლილებას, (მაგ. ირანში ხმარებადი არაბული დამწერლობა განსხვავდება კლასიკური არაბული დამწერლობისგან) მაშინ უნდა მიუთითოდ. ასევე ع (ʻაჲნ) არის ყ (ყაჲნ), თუმცა ის ქართული „ყ“-სგან განსხვავებით უფრო მაგარი, ღრმა ბგერაა, ამიტომ ხშირად აღიშნავენ როგორც „ყʻაჲნ“ (ა–ზე მახვილი). დღესდღეობით არაბული დამწერლობის რამდენიმე სახეცვლილება არსებობს. ამიტომ ამ თარგის (და შესაბამისად სტატიის) შექმნისას ძირეული ცოდნაა საჭირო. → მერო     14:08, 2 ივლისი 2008 (UTC)[უპასუხე]

შევასწორე, მაგრამ ყაინთან ეჭვი მეპარება. ყველა ვიკიპედიაშე აინ წერია. DDA 14:58, 2 ივლისი 2008 (UTC)[უპასუხე]
ამიტომაც დავწერე, რომ სპეციალისტი გვჭირდება, რომ ეჭვი არაფერში გვეპარებოდეს. ვაპაჭუნებ იქნებ ვინმე არაბული ენის მცოდნე ცოტახნით მაინც შემოვიდეს ვიღიმი — მერო     16:55, 2 ივლისი 2008 (UTC)[უპასუხე]