თარაქამა

თარაქამა (აზერ. Tərəkəmə) — აზერბაიჯანელთა ქვეეთნიკური ჯგუფი[1][2], რომლის წარმომადგენლები დღესდღეობით დასახლებულნი არიან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, აგრეთვე რუსეთში (დაღესტანი), თურქეთში, საქართველოსა და ყაზახეთში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეთნონიმი და წარმოშობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტერმინი „თარაქამა“ ისტორიულად მჭიდრო კავშირშია ეთნონიმ „თურქმენთან“[1]. წარსულში აღნიშნული ტერმინი ფართო გამოყენებით ხასიათდებოდა და მრავალი შემთხვევაში ემთხვეოდა ეთნიკურ ან ტომობრივ თვითიდენტიფიკაციას. მე-19 საუკუნემდე თარაქამები განიხილებოდნენ როგორც თვითმყოფადი ეთნიკური ერთეული[3].
დაღესტანში თარაქამები მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ცალკე ეთნიკურ ჯგუფად ითვლებოდნენ. თუმცა, შემდგომ პერიოდში აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან ინტეგრირდნენ, საკუთარი ეთნონიმისა და იდენტობის შენარჩუნებით[4]. აღსანიშნავია, რომ დაღესტნის თარაქამები, აზერბაიჯანში მცხოვრები თანამოძმეთა უმრავლესობისაგან განსხვავებით, ძირითადად სოფლის მეურნეობას მისდევდნენ[5].
მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე აზერბაიჯანში ტერმინი „თარაქამა“ ხშირად გამოიყენებოდა რეგიონის მომთაბარე მესაქონლეობის სფეროში ჩართული მოსახლეობის აღსანიშნავად და მას თან ერთვოდა „მომთაბარის“ მნიშვნელობით დატვირთვა[6].
ამ გარემოებაზე ყურადღებას ამახვილებდა მწერალი და ისტორიკოსი ა. დ. ერიცოვიც. მისი დაკვირვებით, ტერმინი „თარაქამა“ ადგილობრივ მოსახლეობაში არ იკითხებოდა, როგორც ცალკე ეროვნული ჯგუფის ან სპეციფიკური კლანური გაერთიანების სახელწოდება. ერიცოვის განმარტებით, „თარაქამა“ წარმოადგენდა ზოგად დასახელებას ყველა მომთაბარესთვის, განურჩევლად წარმოშობისა. ელიზავეტპოლის გუბერნიის ყაზახური ოლქის კვლევისას იგი აღნიშნავდა, რომ ამ ოლქში დომინანტ აზერბაიჯანულ მოსახლეობას სწორედ ამ ტერმინით მოიხსენიებდნენ. ავტორის მიერ დოკუმენტირებული თარაქამას ტომობრივი ჯგუფები – აირუმები, ბაიათები, კადირლები, ყარაყოიუნლები, ყარახანლები, კენგერლები, სალახლები, სოფულები, – ასევე ფიქსირდებიან მეზობელ ოლქებში[7].
ი. ა. აბელოვი მიუთითებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მომთაბარე თათრებს (შემახასა და გეოკჩაის რეგიონებიდან) თარაქამებად ანუ ქოჩარებად მოიხსენიებდა, განსხვავებით თათად წოდებული მეზობელი ჯგუფებისგან[7]. თავის მხრივ, ლ. ბუდაგოვის განმარტებით, ტერმინი „თარაქამა“ მოიაზრებოდა, როგორც „გლეხი კაცი (კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთ)“[8].
ტერმინები „თარაქამა“ და „ყარაფაფახი“ ხშირად იდენტურად განიხილება და ურთიერთშემცვლელადაც კი იხმარება. ლინგვისტ ბასკაკოვის მიხედვით, ამ ორ სახელწოდებას შორის ძირითადი განსხვავება მათი ეტიმოლოგიაა. კერძოდ, „თარაქამა“ მიიჩნევა სპარსულიდან მომდინარე ზოგად სახელად, რომელიც სპარსელებმა გამოიყენეს აღნიშნული ჯგუფის მიმართ. ბასკაკოვი მას არაბული ფორმით წარმოსახავს, როგორც სიტყვა „თურქის“ (تركي) მრავლობით რიცხვს (تركمه). ამის საპირისპიროდ, ეთნონიმი „ყარაფაფახი“ სავარაუდოდ წარმოიშვა თურქული წარმომავლობის ხალხებში და უკავშირდება მათი ტანსაცმლის – კონკრეტულად კი შავი ფერის თავსაბურავის – სპეციფიკას[9].
თანამედროვე თურქი მკვლევრების თვალსაზრისით, თურქეთის ტერიტორიაზე „ყარაფაფახი“ ხშირად აღნიშნავს თარაქამების იმ ნაწილს, რომელებიც ყარსისა და ახალციხის რეგიონებში საცხოვრებლად გადავიდნენ. იმავე დროს, ტერმინი „თარაქამა“ უფრო მეტად მომთაბარე ცხოვრების წესთან ასოცირდება[10].
სამეცნიერო ლიტერატურაში, თარაქამათა მომთაბარე მეურნეობასთან ასოცირების გამო ტერმინს ზოგჯერ იყენებენ ერთობლივად რამდენიმე ეთნოგრაფიული ჯგუფის – კერძოდ, ყარაფაპფხების, პადარების და შაჰსევენების – აღსანიშნავად, რასაც საფუძვლად უდევს მათი ეკონომიკური სისტემის ძირითადი მესაქონლეობრივი ერთგვაროვნება[11].

დასახლების არეალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თარაქამა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები დღესდღეობით კომპაქტურად არიან დასახლებული აზერბაიჯანის დასავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში, მათ შორის განჯის, ყაზახის, თოუზის, აღჯაბედის, იმიშლის, ბეილაგანისა და შემახას ადმინისტრაციულ ერთეულებში.
ეთნიკური ჯგუფი თურქეთში 1921 წლის შემდგომ ძირითადად ყარსის გუბერნიის ტერიტორიაზე დასახლდა. ისინი როგორც ადმინისტრაციული ცენტრის სოფლებში, ისე სელიმის, სარიკამიშისა და არპაჩაის რაიონების სოფლებში არიან წარმოდგენილნი[12].
დაღესტანში თარაქამა ეთნიკური ერთეულის წარმომადგენლები თავმოყრილად ცხოვრობენ დერბენტის რაიონის არაერთ სოფელში: ბერიკეი, ველიქენთი, დელიჩობანი, ჯემიქენთი, გეჯუხი, კარადაგლი, კალა, მამედკალა, პადარი, სალიკი, სეგელერი, ტატლიარი, ულლუტერკემე და ჩინარი[13].
თარაქამას ზოგიერთი ჯგუფი, რომლებმაც ეთნიკური ასიმილაცია განიცადეს კუმიკებთან, ამჟამად ცხოვრობენ ხასავიურტისა და კიზილიურტის რაიონების ჩონტაულის სოფლებში[14].
თარაქამათა გამოჩენა კახეთის ტერიტორიაზე ისტორიულად ასოცირდება შაჰ აბას I-ის მიერ განხორციელებულ სამხედრო კამპანიებთან აღმოსავლეთ საქართველოში. 1656 წელს, შაჰის განკარგულებით კახეთის გამგებლად დანიშნულმა განჯის ხანმა, სელიმმა, აზერბაიჯანიდან მნიშვნელოვანი რაოდენობით თარაქამა ოჯახები გადაასახლა კახეთში[42]. ეფიმ მიშეცკის ცნობით, რომელიც ელჩის სტატუსით იმყოფებოდა მეფე თეიმურაზ I-ის კარზე, თარაქამათა იურტები განლაგებული იყო მდინარე ალაზნის მიდამოებში, ხოლო მათი დროებითი დაბანაკების ადგილები ასევე ფიქსირდებოდა გრემსა და ზაგემს შორის არსებულ ტერიტორიაზე[15].
მე-18 საუკუნის ნატურალისტმა გიულდენშტედტმა თარაქამები ეთნიკურ აზერბაიჯანელებად მოიხსენია[3].
ენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქინატ გაჯიევას მიხედვით, დაღესტანში თარაქამათა მიერ გამოყენებული მეტყველება განსაკუთრებით ახლოს დგას აზერბაიჯანული ენის ყუბასა და შემახას დიალექტებთან, რომლებიც კლასიფიცირდება როგორც აზერბაიჯანული დიალექტების აღმოსავლური ჯგუფი[14].
1952 წელს, ნ. ა. ბასკაკოვის მიერ სომხეთის სსრ კალინინის ოლქში თარაქამებზე ან ყარაფაფახებზე ჩატარებულმა დიალექტოლოგიურმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ მათი მეტყველება მიეკუთვნება აზერბაიჯანული ენის სამხრეთ დიალექტურ ჯგუფს, მ. შირალიევის დიალექტოლოგიური კლასიფიკაციის თანახმად[2].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Гаджиева С. Ш. Дагестанские терекеменцы. XIX — начало XX в.: Историко-этнографическое исследование. — Наука, 1990. — 216 с. — ISBN 5-02-016761-4.
- ↑ 2.0 2.1 Баскаков Н. А. Огузский ареал в истории консолидации тюркских языков // Советская тюркология. — Баку: Коммунист, 1987. — № 1. — С. 5.
- ↑ 3.0 3.1 Гильденштедт И. А. Путешествие по Кавказу в 1770—1773 гг.. — Петербургское Востоковедение. — 508 с. с.
- ↑ Азербайджанцы
- ↑ Гаджиева С. Ш. Дагестанские терекеменцы: XIX - начало XX в.: Историко-этнографическое исследование. — Наука, 1990. — С. 32. — ISBN 5-02-016761-4.
- ↑ Иоаганн Антон Гильденштедт. Путешествие по Кавказу в 1770—1773 гг.. — СПб.: Петербургское Востоковедение, 2002. — С. 409—410. — ISBN 5-85803-213-3.
- ↑ 7.0 7.1 Волкова Н. Г. Этнонимия в трудах экономического обследования Кавказа 1880-х годов // Имя и этнос: общие вопросы ономастики, этнонимия, антропонимия, теонимия, топонимия: сборник. — М.: Ин-т этнологии и антропологии, 1996. — С. 26—27. — ISBN 5-201-00825-9.
- ↑ Волкова Н. Г. Этнонимия в трудах экономического обследования Кавказа 1880-х годов // Имя и этнос: общие вопросы ономастики, этнонимия, антропонимия, теонимия, топонимия: сборник. — М.: Ин-т этнологии и антропологии, 1996. — С. 31. — ISBN 5-201-00825-9.
- ↑ Баскаков Н. А. Карапапахи, или терекеме, и изучение их языка (из материалов по азербайджанским диалектам Армении) // Краткие сообщения Института народов Азии. Вып. 65. — М.: «Наука», 1964. — С. 27.
- ↑ Баскаков Н. А. Огузский ареал в истории консолидации тюркских языков. — Советская тюркология, 1987. — № 1. — С. 5.
- ↑ Azerbaĭdzhant︠s︡y
- ↑ Dr. Ahmet B. Ercilasun. Kars ili ağızları. — 29. — Ankara: Gazi Universitesi, 1983. — С. 41 (раздел «Kars Terekemeleri (Karapapaklar)»). — 386 с.
- ↑ Лексико-семантические особенности говоров дербентского диалекта азербайджанского языка : диссертация … кандидата филологических наук : 10.02.02. — Махачкала, 2002. — 161 с
- ↑ 14.0 14.1 Гаджиева С. Ш. Дагестанские терекеменцы. XIX — начало XX в.: Историко-этнографическое исследование. — Наука, 1990. — 216 с. — ISBN 5-02-016761-4.
- ↑ Волкова Н. Г. Статейные списки русских посольств XVI — XVII вв. как этнографический источник // Кавказский этнографический сборник. — М.: Наука, 1976. — Т. 6. — С. 264.