თაობების ფიცი (ძეგლი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თაობების ფიცი
რუს. Клятва поколений
კოორდინატები 47°08′11″N 39°44′46″E / 47.13648° ჩ. გ. 39.74601° ა. გ. / 47.13648; 39.74601
მდებარეობა ბატაისკი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
არქიტექტორი ი. ზანისი და პ. ონოკოლოვი.
მოქანდაკე ვ. ბატიაი
თარიღდება 1987
გარე სურათები
ძეგლი „თაობების ფიცი“

თაობების ფიცი (რუს. Клятва поколений) — მემორიალი ქალაქ ბატაისკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, 1943 წლის 7 თებერვალს, წითელი არმია შევიდა გერმანელებისაგან ოკუპირებულ ბატაისკში. ღამით გაიმართა ბრძოლა ქალაქის ცენტრში და რკინიგზის სადგურთან. გერმანელები იძულებული იყვნენ დაეტოვებინათ ქალაქი. მათ მიატოვეს საბრძოლო ტექნიკა და ათობით ვაგონი საკვები. სულ მათ სადგურ ბატაისკში დატოვეს 17 ვაგონი. უკან დახევისას გერმანელებმა ააფეთქეს შენობები, საცხოვრებელი სახლები, დახოცეს ადგილობრივი მოსახლეობა.

ხელახალი ბრძოლები გაიმართა კრასნი-სადის მიდამოებში, ქალაქიდან დასავლეთ ნაწილში. შუადღისას წითელმა არმიამ ბატაისკის დასავლეთი რაიონებიც გაათავისუფლა. 159-ე მსროლელთა ბრიგადის ჯარისკაცებმა დიმიტრი კლაჩკომ, სერგეი ჩევარდოვმა და ნიკოლაი დუდენკომ ქალაქის რკინიგზის სადგურის კედელზე წითელი დროშა აღმართეს. ექვსთვიანი ოკუპაციის შემდეგ ქალაქი გათავისუფლდა. გერმანული არმიის გეგმები დონის როსტოვის მიმართულებით ჩაიშალა.

ქალაქის გათავისუფლების დროს მრავალი მშვიდობიანი ადამიანი და ჯარისკაცი დაიღუპა.

1958 წელს ქალაქში ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, კინოთეატრის ახლოს, სადაც ქალაქის გათავისუფლებისათვის დაღუპული ჯარისკაცების საძმო სასაფლაო მდებარეობდა, დადგეს ძეგლი, რომელიც არ შემონახულა ჩვენამდე. ძეგლი შედგებოდა ორი ჯარისკაცის ფიგურისაგან, რომელიც მთელი ტანით იყო გამოსახული. ერთ-ერთ მეომარს მარჯვენა ხელში ავტომატი ეჭირა, იგი მარცხენა ხელით დაყრდნობილი იყო მეორე ჯარისკაცის მხარზე, რომელიც იყო დაჩოქილი. თაბაშირის ეს ძეგლი ორ მეტრზე მაღალი იყო.

1970-იან წლებში ბატაისკში ქალაქის სხვადასხვა საფლავებიდან გადმოასვენეს დაღუპული მეომრების ნაშთები. 1975 წელს აქ დადგეს მემორიალი სახელად „ხსოვნის კედელი“.

მემორიალი „თაობების ფიცი“ ქალაქ ბატაისკში გაიხსნა 1975 წლის 8 მაისს. ძეგლის ავტორები არიან: მოქანდაკე ვ. ბატიაი, არქიტექტორები ი. ზანისი და პ. ონოკოლოვი.

მემორიალის შემადგენლობაში შედის სამი ჯარისკაცის სკულპტურული გამოსახულება, რომელიც სიმბოლურად ასახავს ბატაისკის დამცველთა სამ თაობას. მებრძოლები გამოსახულია სხვადასხვა სიმაღლის ფიგურებით, ყველაზე მაღალს მათ შორის ხელში უჭირავს ავტომატი. მოედანი ნაცრისფერი და შავი გრანიტითაა გაფორმებული. ძეგლის მახლობლად ხუთქიმიანი ვარსკვლავის გულში ანთებულია მარადიული ცეცხლი. ვარსკვლავი დგას შავ, კვადრატულ კვარცხლბეკზე, რომელსაც აქვს წარწერა

ვიკიციტატა
„Вечная память. Вечная слава.“

ამჟამად ქალაქის უმთავრესი ღონისძიებები იმართება მემორიალის მახლობლად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]