შინაარსზე გადასვლა

თანგშანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საოლქო დონის ქალაქი
თანგშანი
唐山市
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია ხებეი
შიდა დაყოფა Lunan District, Lubei District, Guye District, Kaiping District, Fengnan District, Fengrun District, Luanzhou, Luannan County, Laoting County, Qianxi County, Yutian County, Caofeidian District, Zunhua, Qian'an, Lutai Economic Development Zone, Hangu Administration Zone, Tangshan New Technology Development Zone და Q13729858?
კოორდინატები 39°37′52″ ჩ. გ. 118°10′48″ ა. გ. / 39.63111° ჩ. გ. 118.18000° ა. გ. / 39.63111; 118.18000
დაარსდა 28 იანვარი, 1938
ფართობი 13,472 კმ²
მოსახლეობა 7 536 521 კაცი (2020[1])
სიმჭიდროვე 560 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 315
საფოსტო ინდექსი 063000
საავტომობილო კოდი 冀B
ოფიციალური საიტი tangshan.gov.cn
თანგშანი — ჩინეთი
თანგშანი

თანგშანი (ჩინ.: 唐山, ფინინი: Tángshān) — საოლქო დონის ქალაქი ხებეის პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. ის მდებარეობს ხებეის პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილში და ჩინეთის დიდი ვაკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.[2] თანგშენი ბოხაის ეკონომიკური რგოლის შემადგენლობაშია და ის ასევე წარმოადგენს ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის მთავარ სატრანსპორტო კორიდორს. საოლქო დონის ქალაქის სამხრეთით მდებარეობს ბოხაივანი, ჩრდილოეთით იანის მთა (იანშანი), ცინგხუანგტაო მდინარე ლუანის გადაღმა, აღმოსავლეთით და ტიანძინი დასავლეთით.

ქალაქის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა ინდუსტრიალიზაციამ, რომელიც 1870 წელს დაიწყო Kailuan Group-ის მიერ ნახშირის მაღაროების ჩამოყალიბების შედეგად რეგიონში.[3] მას ასევე მოიხსენიებენ, როგორც ჩინეთის „ინდუსტრიალიზაციის აკვანს“. თანამედროვეობაში თანგშანი წარმოადგენს: ფოლადის, ენერგიის, ქიმიური ინჟინერიისა და კერამიკული პროდუქტების მთავარ ცენტრს.[4] ფინგის ოპერა, რომელიც საოლქო დონის ქალაქის შემადგენლობაში არსებული ლიანჭოუს რაიონში წარმოშვა, ერთ-ერთია ყველაზე პოპულარულ ჩინურ ოპერებს შორის.

1976 წელს თანგშანის ტერიტორიაზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად, რომლის სიმძლავრემ რიხტერის სკალაზე 7.8 შეადგინა, გარდაიცვალა მინიმუმ 255 000 ადამიანი. ინცინდენტის შემდეგ ქალაქი ხელმეორედ გაშენდა. ის გახდა მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი. განსაკუთრებით აღსანიშნავია თანგშანის პორტი, რომელიც სიდიდის მიხედვით ჩინეთის პორტების ათეულში შედის.[5]

თანგშანის სახელწოდება წარმოიშვა ტაჩენგის გორიდან (大城山), რომელსაც თანგის მთა (唐山) ეწოდებოდა. ობიექტი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.

თანგშანი ბოხაის ეკონომიკური რგოლის ცენტრალურ ნაწილში, ბოხაივანის ნაპირზე მდებარეობს. საოლქო დონის ქალაქი ჩინეთის დიდი ვაკეზე მდებარეობს. მას ჩრდილოეთიდან იანის მთები ესაზღვრება. სასაზღვრო მდინარის, ლუანის გაღმა მდებარეობს საოლქო დონის ქალაქი ცინგხუანგტაო. ქალაქს დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი ტიანძინთან აქვს. ხებეის პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობიდან გამომდინარე, თანგშანს სტრატეგიული ადგილი უჭირავს და ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის დამაკავშირებელ კორიდორს წარმოადგენს. საოლქო დონის ქალაქის უდიდესი მდინარე ლუანია.

თანგშანისათვის დამახასიათებელია მუსონების გავლენით წარმოქმნილი ნოტიო კონტინენტური კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია: Dwa). ქალაქში ზამთარი ძირითადად ცივი და ძალიან მშრალია, ზაფხული კი ცხელი და წვიმიანი. თვის საშუალო ტემპერატურა −5.1 °C-დან (იანვარი) 25.7 °C-მდე (ივლისი) იცვლება. საშუალო წლიური ტემპერატურა 11.5 °C-ს შეადგენს. ნალექების დაახლოებით 60 % (610 მილიმეტრი) ქალაქში ივლისიდან აგვისტომდე პერიოდში მოდის. ერთ წელში მზე, საშუალოდ, 2600−დან 2900-მდე საათს ანათებს. იმ დღეთა რიცხვი, რომელთა განმავლობაში საოლქო დონის ქალაქში ყინვა არ არის წლიურად 180−სა და 190-ს შორის მერყეობს.

ჰავის მონაცემები — თანგშანი (1971−2000)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 12.1 19.5 23.5 32.5 36.1 39.6 39.6 36.0 33.1 31.4 22.7 13.2 39.6
საშუალო მაღალი °C 0.9 4.1 10.7 19.6 25.2 29.1 30.2 29.4 25.9 19.1 9.8 3.0 17.3
საშუალო დღიური °C −5.1 −2.0 4.6 13.1 19.0 23.4 25.7 24.7 20.0 12.8 4.0 −2.5 11.5
საშუალო დაბალი °C −10.2 −7.0 −0.8 7.1 13.0 18.2 21.7 20.5 14.6 7.5 −0.7 −7.0 6.4
რეკორდულად დაბალი °C −22.7 −19.8 −14.6 −4.7 3.5 9.4 14.6 11.2 4.7 −5.6 −14.5 −17.0 −22.7
საშუალო ნალექი (მმ) 4.3 4.4 9.6 21.3 42.7 86.6 192.8 162.5 48.2 23.5 9.9 4.5 610.3
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 0.1 mm) 2.4 2.4 3.4 4.6 6.6 9.0 12.9 10.7 6.4 4.8 3.0 2.0 68.2
წყარო: Weather China

ჰაერის დაბინძურება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თანგშანი
ტაჩენგშანის პარკის შესასვლელი
იულინგის მავზოლეუმი

ბოლო წლებში ჩინეთში ჰაერის დაბინძურების დონე იზრდება. დაბინძურების მხრივ ხებეის პროვინცია პირველ ადგილს იკავებს და გამონაკლისს არც თანგშანი წარმოადგენს. „ჩინეთის გლობალური ხმების“ კვლევის თანახმად, 2013 წლის თებერვალში ხებეის პროვინციაში მდებარე შვიდი ქალაქი: სინგთაი, შიძიაჯუანი, პაოტინგი, ხანტანი, ლანგფანგი, ხენშუი და თანგშანი ჩინეთის დაბინძურებული ქალაქების ათეულში შედის.

2017 წლის სამთავრობო ცნობიების მიხედვით, თანგშანში 7.897 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, რომელთაგან 61,64 % საოლქო დონის ქალაქის ურბანულ ნაწილში იყო დასახლებული.[6] მოსახლეობის საშუალო შემოსავალი 27 786 ჩინურ იუანს შეადგენს, დასახლების ურბანულ ნაწილში კი ეს მაჩვენებელი 36 415 იუანს შეადგენს.[6]

თანგშანში, ჩინეთის დასახლებული პუნქტების უმეტესობის მსგავსად, მოსახლეობის ძირითად ეთნიკურ ჯგუფს ხანები წარმოადგენენ. თანგშანის მოსახლეობის 95,25 % სწორედ ამ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება. ქვემოთ მოცემული დაფა წარმოადგენს ქალაქის ეთნიკურ შემადგენლობას:

თანგშანის ეთნიკური შემადგენლობა (2017)
ეთნიკური ჯგუფი მოსახლეობა %
ხანები 7 194 200 95.25 %
მანჩუნები 287 700 3.81 %
ხუეის ხალხი 32 800 0.43 %
მონღოლები 14 100 0.19 %
ჯუანები 12 900 0.17 %
სხვა 13 700 0.18 %

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. (2019) China Urban Construction Statistical Yearbook 2017. Beijing: China Statistics Press, გვ. 46. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი 2021.  დაარქივებული 18 June 2019[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  2. (1 January 2017) The guide to port entry, 21, London: IHS Fairplay guides. 
  3. Xiangming Pan (2009). „zh:唐胥铁路史实考辨“. Jianghai Academic Journal (4): 185~191.
  4. zh:国务院关于印发"十三五"现代综合交通运输体系发展规划的通知_政府信息公开专栏. www.gov.cn. ციტირების თარიღი: 2018-08-27
  5. Top 10 ports in China. China Org. ციტირების თარიღი: 21 June 2017
  6. 6.0 6.1 zh:唐山市2017年国民经济和社会发展统计公报_中国统计信息网. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-30. ციტირების თარიღი: 2020-04-24
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თანგშანი“-დან