თანახლოს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თანახლოს ეკლესია — არქიტექტურული საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა დარბაზში.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. სწორკუთხა შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. ამავე კედელსა და აღმოსავლეთის კედელში თითო თაღოვანი სარკმელია. მხრით გამოყოფილი ნახევარწრიული აფსიდა შეისრულთაღზე დაბჯენილი კონქითაა დასრულებული. საკურთხევლის ჩრდ და სამხრ. კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია. კონქის ქუსლთან რეზონატორებად თიხის ოთხი ჭურჭელია ჩადგმული. საკურთხეველთან ჩრდ. კედელში თაღოვან ნიშაში სანათლავია მოწყობილი. ტაძრის კამარა, რომელიც ახლა სრულად ჩამონგრეულია, პირდაპირ კედლებზე იყო დაყრდნობილი. ტაძრის გარშემო გვიანი შუა საუკუნეების სასაფლაოა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39417