თანამშრომლები ტოვებენ ლიონის ლუმიერის ფაბრიკას
| „თანამშრომლები ტოვებენ ლიონის ლუმიერის ფაბრიკას“ | |
|---|---|
|
კადრი ჩანაწერიდან: „თანამშრომლები ტოვებენ ლიონის ლუმიერის ფაბრიკას“ | |
| რეჟისორი | ლუი ლუმიერი |
| პროდიუსერი | ლუი ლუმიერი |
| ოპერატორი | ლუი ლუმიერი |
| დისტრიბუტორი | ძმები ლუმიერები |
| გამოსვლის თარიღი | 22 მარტი, 1895 წ. |
| ხანგრძლივობა | 46 წამი |
| ქვეყანა | საფრანგეთი |
| ენა | მუნჯი |
„თანამშრომლები ტოვებენ ლიონის ლუმიერის ფაბრიკას“ (ფრანგ. „La Sortie de l'Usine Lumière à Lyon“, ასევე ცნობილი, როგორც „ფაბრიკიდან გასვლა“) — 1895 წლის ფრანგული, მოკლემეტრაჟიანი, შავ-თეთრი, მუნჯი, დოკუმენტური ფილმი. მისი რეჟისორი და პროდიუსერი ლუი ლუმიერი იყო. ჩანაწერი ხშრად მოიხსენიება, როგორც პირველი „ნამდვილი“ ფილმი,[1] თუმცა ლუი ლეპრინსის 1888 წლის რაუნდჰეის ბაღის სცენა მასზე ექვს-ნახევარი წლით ადრე თარიღდება.
შინაარსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ ჩანაწერის სამი განსხვავებული ვერსია არსებობს და თითოეულში მრავალი დეტალი იცვლება, მათ შორის თანამშრომლების ტანსაცმელი (რაც მიანიშნებს, თუ რომელ სეზონში განხორციელდა კონკრეტული ვარიანტის ჩაწერა). ვერსიების სახელებს ცხენშებმული ეტლის არსებობა განსაზღვრავს (პირველ ჩანაწერში ვხედავთ ერთცხენიან, მეორეში ორცხენიან ეტლს; მესამე ჩანაწერში ეტლი არ ჩანს) და ამ ვარიაციებსაც „ერთცხენიანი“, „ორცხენიანი“ და „უცხენო“ ჩანაწერები ეწოდებათ.[2] 1896 წელს შეიქმნა კიდევ ერთი ფილმი იგივე თემის ირგვლივ, რომელიც ასახავს სხვა ფაბრიკას (ან იმავე ფაბრიკის სხვა შესასვლელს) სხვა თანამშრომლების მონაწილეობით.[3]
გადაღების პროცესი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩანაწერი 35 მმ ფორმატში, 1.33:1-ის სიგრძე-სიგანის თანაფარდობით, წამში 16 კადრის სიჩქარით გაკეთდა. 46 წამისათვის საჭირო გახდა 17 მეტრის სიგრძის ფილმი და შეიქმნა 800 კადრი.[4]
დღევანდელი მდგომარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი სიძველიდან გამომდინარე, ფილმის ინტერნეტიდან უფასოდ გადმოწერა დაშვებული და შესაძლებელია. ის შევიდა მრავალ კინოკოლექციაში, მათ შორის „ადრეული ფილმის ღირსშესანიშნაობები, პირველი ტომი“, „კინო იწყება — ადრეული კინემატოგრაფიის საგანძური, 1894-1913“ და „ძმები ლუმიერების პირველი ფილმები“.
აშშ-სა და საფრანგეთში, წლების განმავლობაში, ჩანაწერი მრავალი სახელით გავრცელდა. მათ შორისაა: „La Sortie des Usines Lumière à Lyon-Montplaisir“, „Sortie de l'Usine Lumière“, „La Sortie des Usines“, „Les ouvriers et ouvrières sortant de l'Usine Lumière“, „Employees Leaving the Lumière Factory“ („თანამშრომლები ტოვებენ ლუმიერის ფაბრიკას“), „Leaving the Factory“ („ფაბრიკის დატოვება“), „Lunch Hour at the Lumière Factory“ („ლანჩის დრო ლუმიერის ფაბრიკაში“), „Dinner Hour at the Factory Gate of M. Lumière at Lyon“ („სადილის დრო ბატონ ლუმიერის ლიონის ფაბრიკის შესასვლელ თაღთან“) და „La Sortie des ouvriers de l'Usine Lumière.“[5][6]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Chardère, Bernard; Borgé, Guy; Borgé, Marjorie (1985) Les Lumière (fr). Paris: Bibliothèque des Arts. ISBN 2-85047-068-6.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Institut-lumiere.org, an earlier version (in very low definition) at the Institut Lumière.
- Workers Leaving the Lumière Factory All 3 versions, on YouTube
- YouTube.com, The "two horse" version.
- YouTube.com, The "no horse" version.
- „Workers Leaving the Lumière Factory“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Lumière“. Microsoft Encarta Online Encyclopedia 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 January 2008. ციტირების თარიღი: 18 March 2007.
- ↑ Alternative Versions of Workers Leaving the Lumière Factory. IMDb. ციტირების თარიღი: 18 March 2007
- ↑ Leaving the Factory (Alternate) (1896) en-US (27 January 2016). ციტირების თარიღი: 16 August 2018
- ↑ Chardère, Borgé და Borgé 1985, p. 71,81,107,109
- ↑ Release Info for Workers Leaving the Lumière Factory. IMDb. ციტირების თარიღი: 18 March 2007
- ↑ La Sortie des Ouvriers de l'Usine Lumière. Silent Era. ციტირების თარიღი: 18 March 2007