შინაარსზე გადასვლა

თანამედროვე ხელოვნების ეროვნული გალერეა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თანამედროვე ხელოვნების ეროვნული გალერეა
იტალ. Galleria Nazionale d'Arte Moderna e Contemporanea
41°55′01″ ჩ. გ. 12°28′47″ ა. გ. / 41.91704611° ჩ. გ. 12.47998028° ა. გ. / 41.91704611; 12.47998028
დაარსდა 1883
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
მდებარეობა Roma Capitale
დირექტორი კრისტიანა კოლუ
ოფიციალური საიტი lagallerianazionale.com
Map

თანამედროვე ხელოვნების ეროვნული გალერეა (Galleria Nazionale d'Arte Moderna e Contemporanea, ასევე ცნობილი როგორც La Galleria Nazionale) — ხელოვნების მუზეუმი რომში. იგი დაარსდა 1883 წელს, მაშინდელი მინისტრის გვიდო ბაჩელის ინიციატივით, და ეძღვნება მოდერნისტულ და თანამედროვე ხელოვნებას.

ინტერიერი, სალა დი კანოვა

ამჟამინდელი შენობა, 113 ვია-დელე-ბელე-არტის (ჯულიას ვილის მახლობლად), დააპროექტა ჩეზარე ბაზანმა და აშენდა 1911-1915 წლებში. ფასადზე არის ერმენეგილდო ლუპის, ადოლფო ლაურენტისა და ჯოვანი პრინის ფრიზები,[1] მას თან ერთვის ოთხი ფიგურა, რომლებსაც ხელში ბრინჯაოს ყვავილწნულები უკავიათ (შექმნილია ადოლფო პანტარესისა და ალბინო კანდონის მიერ).[2]

მუზეუმი გაფართოვდა და გაორმაგდა ბაზანის მიერ, 1934 წელს. ლუიჯი კოზენცას ახალი შენობა გაიხსნა 1988 წელს, მაგრამ ათი წლის შემდეგ დაიხურა - უსაფრთხოების მიზნით. არქიტექტორების „Diener & Diener“-ის[3] მიერ 1999-დან 2000 წლამდე შედგენილი პროექტი 2003 წელს შეჩერდა. 2018 წელს სამუშაოები გაკეთდა კოზენცას შენობის უსაფრთხოდ გამოსაყენებლად.[4]

მუზეუმში წარმოდგენილია მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების 1100-მდე ნახატი და ქანდაკება. წარმოდგენილ იტალიელ მხატვრებს შორის არიან ჯაკომო ბალა, უმბერტო ბოჩიონი, ალბერტო ბური, ანტონიო კანოვა, ჯორჯო დე კირიკო, ლუჩიო ფონტანა, ამედეო მოდილიანი, ჯაკომო მანზუ, ვიტორიო მატეო კორკოსი,[5] და ჯორჯო მორანდი.[6].

მუზეუმში ასევე ინახება უცხოელი მხატვრების ნამუშევრები, მათ შორის ბრაკი, კალდერი, სეზანი, დეგა, დიუშანი, ჯაკომეტი, კანდინსკი, მონდრიანი, მონე, ჯექსონ პოლოკი, როდენი და ვან გოგი.[7]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Luisa Cardilli Alloisi, Francesco Margotti, Antonio Simbolotti (1991). La Capitale a Roma: 1870–1945 (in Italian).
  2. Cinzia Dal Maso (7 September 2015). Lo scultore romano Adolfo Pantaresi (in Italian). Specchio Romano. Accessed August 2017.
  3. Erweiterung der Galleria Nazionale d’Arte Moderna, Rom, 1999–2000 (in German). Diener & Diener. Accessed August 2017.
  4. The National Gallery (2018-12-27). ციტირების თარიღი: 2020-02-16
  5. (it) Encyclopedia Treccani, Il quadro del C. intitolato Sogni (Roma, Galleria nazionale d'arte moderna)
  6. Darwin Porter, Danforth Prince (2007). Frommer's Italy 2008. Hoboken, N.J.: Wiley. ISBN 9780470138205.
  7. Gli artisti e le opere (in Italian). Galleria nazionale d'arte moderna e contemporanea. Accessed January 2016.