თანამედროვე ფსიქოლოგიის განვითარება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თანამედროვე ფსიქოლოგიის განვითარებაში გადამწყვეტი როლი ვილჰელმ ვუნდტმა შეასრულა, რომელმაც 1879 წელს ლაიპციგში ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის პირველი ლაბორატორია დააარსა. ლაბორატორიის გახსნის შემდეგ ვუნდტმა ფსიქოლოგიის სტუდენტების აღზრდა დაიწყო, მისმა მოწაფეთა დიდმა რაოდენობამ შემდეგ თავიანთ სამშობლოში დააარსა მსგავსი ლაბორატორიები.

რადგან ფსიქოლოგია დამოუკიდებელ დისციპლინად ჩამოყალიბდა, ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ უნივერსიტეტში ფსიქოლოგიური ლაბორატორიები გაჩნდა: პირველი მათგანი – ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში, 1883 წელს. ამ ადრეულ ლაბორატორიას ვუნდტის გავლენა ეტყობოდა. მაგალითად, ედუარდ ტიტჩენერი, ვუნდტის მოწაფე, ერთ-ერთი პირველი ფსიქოლოგი იყო აშშ-ში, რომელმაც 1892 წელს კორნელის უნივერსიტეტის ლაბორატორია დააარსა. თუმცა, დაახლოებით ამავე დროს, ჰარვარდის უნივერსიტეტის ფილოსოფოსიის ახალგაზრდა პროფესორმა, რომელიც მედიცინას სწავლობდა და ლიტერატურა და რელიგია აინტერესებდა, წმინდა ამერიკული ხედვა შეიმუშავა.

უილიამ ჯემსმა, დიდი რომანისტის, ჰენრი ჯემსის ძმამ, ორ ტომად გამოსცა „ფსიქოლოგიის საფუძვლები“ (1890-1950), რომელიც, მრავალი ექსპერტის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ნაშრომია. მალევე, 1892 წელს, ჰ. სტენლი ჰოლმა ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია დააარსა.

1900 წლისთვის ჩრდილოეთ ამერიკაში 40-ზე მეტი ფსიქოლოგიური ლაბორატორია ფუნქციონირებდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზიგმუნდ ფროიდი, „ფსიქოლოგია და ცხოვრება“, გვ. 9-10.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]