ვიდეო თამაშების პროგრამირება
| სერიიდან: |
| ვიდეო თამაშების ინდუსტრია |
|---|
|
თემები
|
|
დაკავშირებული
|
ვიდეო თამაშების პროგრამირება — ვიდეო თამაშების შემუშავების შემადგენელი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ვიდეო თამაშების პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობის პროცესს. თამაშების პროგრამირება მოითხოვს პროგრამული ინჟინერიისა და კონკრეტულ ენებზე კოდის წერის მაღალ დონეზე ცოდნას, ისევე როგორც ისეთი სფეროების სიღრმისეულ ცოდნას, როგორიცაა: სიმულაცია, კომპიუტერული გრაფიკა, ხელოვნური ინტელექტი (AI), ფიზიკა, აუდიო პროგრამირება და ა.შ.
მრავალმოთამაშიანი თამაშების შექმნისთვის აუცილებელია ქსელური პროგრამირების ცოდნა (მიღებულ კოდს, მოთამაშეები და პროგრამისტები ხშირად „ნეტკოდს“ (ინგლ. netcode) უწოდებენ). ზოგიერთ ჟანრში, მაგალითად, საბრძოლო თამაშებში, ქსელური პროგრამირების მაღალი დონეა საჭირო, რადგან ნეტკოდი და მისი თვისებები (მაგალითად, დაყოვნება) მოთამაშეებსა და კრიტიკოსებში თამაშის ხარისხის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინდიკატორად მიიჩნევა. მასიური მრავალმოთამაშიანი ონლაინ თამაშებისთვის (MMOG) კი საჭიროა კიდევ უფრო მეტი ცოდნა მონაცემთა ბაზებისა და რთული ქსელური სისტემების შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროთი ბევრი პროფესიონალია დაკავებული, არსებობს დამოუკიდებელი დეველოპერების აქტიური საზოგადოებაც, რომლებსაც საგამომცემლო კომპანიებთან კავშირი არ აქვთ.