შინაარსზე გადასვლა

ვიდეო თამაშების მხატვრული დიზაინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თამაშების მხატვრული დიზაინი)

ვიდეო თამაშების მხატვრული დიზაინივიდეო თამაშების შემუშავების შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს თამაშის მხატვრული ასპექტების შექმნის პროცესს. მხატვრულ დიზაინზე მუშაობა თამაშის შექმნის წინასწარი წარმოების ფაზაში იწყება. ვიდეო თამაშის მხატვრები სახვითი ხელოვნების სპეციალისტები არიან, რომლებიც პროექტში საწყის ეტაპზევე ერთვებიან და პერსონაჟების, გარემოს, ობიექტებისა და სხვა ელემენტების პირველად ესკიზებს ქმნიან.[1][2][3][4] ხშირად, სანამ პროექტი უშუალო რეალიზაციის ეტაპზე გადავა, ამ საწყის კონცეპტუალურ დიზაინს თავად გეიმდიზაინერები ქმნიან — ასეთ ჩანახატებს ზოგჯერ „პროგრამისტის არტს“ უწოდებენ.[5]

ესკიზების დასრულების შემდეგ, თამაში განვითარების შემდეგ ეტაპზე გადადის, ხოლო მხატვრები ან დამატებით მოწვეული სპეციალისტები იწყებენ გრაფიკული დიზაინის დამუშავებას ამავე ესკიზების საფუძველზე.

თამაშის მხატვრული დიზაინზე შესაძლოა ორი მეტი ადამიანი მუშაობდეს. მცირე კომპანიებს გუნდში ბევრი მხატვარი არ ჰყავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ დასაქმებული მხატვრები მხატვრობის რამდენიმე მიმართულებას უნდა ფლობდეს. რაც უფრო დიდია კომპანია, მით უფრო ვიწრო და სპეციალიზებულია თითოეული მხატვრის როლი.[6]

ადრეულ ვიდეო თამაშებს, როგორც წესი, ძალიან შეზღუდული ვიზუალი გააჩნდათ და მათ მხოლოდ პროგრამისტები ქმნიდნენ. თუმცა, პროფესიონალი მხატვრები ვიდეო თამაშების ისტორიის ადრეულ ეტაპზევე გამოჩნდნენ, მაგალითად, თამაშის შეფუთვებისა და სარეკლამო მასალების გასაფორმებლად. ერთ-ერთი გამორჩეული ადრეული თამაშების მხატვარი იყო შიგერუ მიამოტო, მარიოსა და „Donkey Kong“-ის შემქმნელი.[7]

1980-იან წლებში ტექნოლოგიური პროგრესის წყალობით, მათ შორის ფერების უფრო მდიდარი პალიტრის დამატებით, ვიზუალური მხარე უფრო კომპლექსური გახდა.[2] კომპანია Microprose-მა თავისი პირველი პროფესიონალი მხატვარი, მაიკლ ჰეირი, 1985 წელს დაიქირავა.[8] 1989 წელს 16-ბიტიანმა ეპოქამ თამაშებს ფერების კიდევ უფრო მეტი სიღრმე შესძინა, ხოლო 1990-იანებში CD-დისკების გამოჩენამ თამაშებისთვის საცავის მოცულობა გაზარდა. შედეგად გაჩნდა ახალი შესაძლებლობები, როგორიცაა „full motion video“. 1990-იანი წლების დასაწყისიდან 3D მხატვრობა სულ უფრო გავრცელებული გახდა. 2010-იან წლებში თამაშებმა კიდევ უფრო მეტი რეალიზმი შეიძინეს, რაშიც ისეთი ტექნოლოგიები დაეხმარათ, როგორიცაა ფოტოგრამეტრია და მოძრაობის აღბეჭდვა (ინგლ. motion capture).[9] აპარატურის განვითარებამ კიდევ უფრო გააფართოვა მხატვრების შესაძლებლობები და დღეს დიდი სამხატვრო განყოფილებები უკვე ნორმად იქცა.[5][10]

  1. Bates, Bob (2004). Game Design (2nd ed.). Thomson Course Technology. ISBN 1-59200-493-8.
  2. 2.0 2.1 Bethke, Erik (2003). Game development and production. Texas: Wordware Publishing, Inc. ISBN 1-55622-951-8.
  3. Chandler, Heather Maxwell (2009). The Game Production Handbook (2nd ed.). Hingham, Massachusetts: Infinity Science Press. ISBN 978-1-934015-40-7.
  4. Moore, Michael E.; Novak, Jeannie (2010). Game Industry Career Guide. Delmar: Cengage Learning. ISBN 978-1-4283-7647-2.
  5. 5.0 5.1 Rogers, Scott (2010). Level Up!: The Guide to Great Video Game Design. United Kingdom: John Wiley & Sons, გვ. 13–14. ISBN 978-0-470-68867-0. 
  6. Getting a Job as a Games Artist. ციტირების თარიღი: 2016-02-22
  7. Rogers, Scott (2010). Level Up!: The Guide to Great Video Game Design. United Kingdom: John Wiley & Sons, გვ. 14. ISBN 978-0-470-68867-0. 
  8. Meier, Sid; Noonan, Jennifer Lee (2020) Sid Meier's memoir! a life in computer games, First, New York: W.W. Norton & Company. ISBN 9781324005872. 
  9. „Creating the atmosphere of Until Dawn“. MCV. 23 November 2015. ციტირების თარიღი: 2016-02-22.
  10. The Art of Video Games. ციტირების თარიღი: 2016-02-22