შინაარსზე გადასვლა

თამარ ჯაყელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თამარი (მრავალმნიშვნელოვანი).

თამარისაქართველოს დედოფალი, მეფე გიორგი VIII-ის მეუღლე, ათაბაგ ყვარყვარე II ჯაყელის ასული.

თამარი, როგორც გიორგი VIII-ის თანამეცხედრე და „დედოფალთა დედოფალი“, იხსენიება ფილიპე ერემაძისადმი გიორგი მეფის 1453 წლის თარხნობის სიგელში,[1] მისი კუთვნილება ჯაყელთა სახლისადმი კი ირკვევა ერთ-ერთი მესხური ხელნაწერის ანდერძ-მინაწერებით.[2] გიორგი მეფის 1449-1463 წლების საბუთებში მის მეუღლედ ნესტან-დარეჯანია დასახელებული. ამასთანავე, ნესტან-დარეჯანი ყოფილა გიორგის უფროსი ვაჟის ალექსანდრეს დედა. ამის საფუძველზე, ივანე ჯავახიშვილი თამარს თვლიდა გიორგი VIII-ის პირველ, ხოლო ნესტან-დარეჯანს — მეორე ცოლად, რომელიც მას 1454-1456 წლებში უნდა შეერთო.[3] ქრისტინე შარაშიძეც თამარს გიორგის პირველ ცოლად მიიჩნევდა, თუმცა მისი ვარაუდით მათი ქორწინება ყვარყვარე ათაბაგის მიერ მეფის დატყვევების (დაახლ. 1465) შემდეგ მოხდა.[4] თამარი 1505-1514 წლებს შორის უნდა გარდაცვლილიყო.[2]

  1. პირთა ანოტირებული ლექსიკონი XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, ტ. I, გამოსაცემად მოამზადეს: დ. კლდიაშვილმა, მ. სურგულაძემ, ე. ცაგარეიშვილმა, გ. ჯანდიერმა, თბ., 1991. — გვ. 244.
  2. 1 2 შარაშიძე ქრ., საქართველოს ისტორიის მასალები (XV-XVIII სს.), თბ., 1954. — გვ. 215-216.
  3. ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, ტ. IV, თბ., 2012. — გვ. 38-39.
  4. შარაშიძე ქრ., სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV-XVI სს.), თბ., 1961. — გვ. 136.