თამარ ყუფუნია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თამარ ყუფუნია (დ. 21 სექტემბერი [ძვ. სტ. 8 სექტემბერი], 1901, სოფ. ზუბი, ახლანდელი ხობის მუნიციპალიტეტი — გ. 26 ნოემბერი, 1985, ზუგდიდი) — საკოლმეურნეო წარმოების ნოვატორი, ორგზის სოციალისტური შრომის გმირი (1948, 1951). ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფლის ვ.ი. ლენინის სახელობის კოლმეურნეობის № 1 საწარმოო ბრიგადის ბრიგადირი. საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის დამსახურებულიმუშაკი. სკკპ წევრი 1943 წლიდან. კოლმეურნეობაში შევიდა 1930 წელს. გმირობა პირველად სიმინდის, ხოლო მეორედ ჩაის ფოთლის უხვი მოსავლის მიღებისას მიენიჭა. საქართველოს სსრ V —IX მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია 4 ლენინის ორდენით, ოქტომბრის რევოლუციის, შრომის წითელი დროშის ორდენებითა და მრავალი მედლებით (მათ შორის საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის 1 დიდი ოქროს, 5 მცირე ოქროს და ვერცხლის მედლებით).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]