თამარ ტივაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამარ ტივაძე (დ. 27 სექტემბერი, 1934, თბილისი — გ. 1995) — ქართველი ისტორიკოსი.

1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1970–2004 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი; 1970–1977 წლებში კავკასიის ხალხთა ისტორიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977–1985 წლებში სსრკ ხალხებთან საქართველოს ურთიერთობის ისტორიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985-2004 წლებში ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ირანის საკითხი მოსკოვის სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაში XVI საუკუნის დასასრულს და XVII საუკუნის დასაწყისში“, დაიცვა 1966 წელს. სადოქტორო დისერტაცის თემა — „საქართველო და რუსეთ-ირანის პოლიტიკური ურთიერთობები XVII ს-ის მეორე ნახევარში“, დაიცვა 1980 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]