თამარ სხილაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თამარ სხილაძე
დაბ. თარიღი 6 მაისი, 1965(1965-05-06) (58 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ინჟინერი და მეცნიერი
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

თამარ სხილაძე (დ. 6 მაისი, 1965, თბილისი) — ქართველი ინჟინერი და მეცნიერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურა.

1989-2010 წლებში მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ „თბილქალაქპროექტში“. X არქიტექტურულ სახელოსნოში ინჟინერ-კონსტრუქტორად, ჯგუფის ხელმძღვანელად. 2011 წლიდან მუშაობს შპს „თბილქალაქპროექტში“ ჯგუფის ხელმძღვანელად, პროექტის კოორდინატორად. 2008 წლიდან შპს „ტრიადას“ დირექტორია. მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულ იქნა მრავალი სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და საზოგადოებრივი დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობის პროექტი. მათ შორის: ოთარ ღუდუშაურის სახელობის მრავალპროფილური საავადმყოფოს, საქართველოს საცნობარო ლაბორატორიის, სამონასტრო კომპლექსის ქალაქ ახალციხეში, სულხან-საბას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის, დიაბეტიან ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის, რკინიგზის სადგურ „თბილისი საკვანძოს“ საკონტეინერო ტერმინალის, ქალაქი ახალციხის სარკინიგზო სადგურის ინფრასტრუქტურის ობიექტების, მცირე სასტუმროების ქალაქ თბილისსა და დ. ბაკურიანში, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ქალაქ თბილისში, საგურამოში, სოფელ კოტორაანთკარში, სასათბურე კომპლექსის ქალაქ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში და სხვა. მრავალწლიანი პროფესიული შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, წიგნი 2, თბ., 2021, გვ. 238

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]