თამარ რობაქიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თამარ რობაქიძე
დაბადების თარიღი 6 მარტი, 1949 (1949-03-06) (75 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

თამარ რობაქიძე (დ. 6 მარტი, 1949, თბილისი) — ქართველი ექიმი და მეცნიერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი.

1971-1981 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ქირურგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1981 წლიდან ამავე კათედრის ასისტენტი. ავტორია 49 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც შეეხება ქირურგიული ინფექციის პრობლემებს ბავშვებში და დარღვევებს ჰემოსტაზის სისტემაში. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1986 წელს „ჰემოსტაზის ცვლილებანი დამწვრობითი დაავადების დროს და მისი კორექცია ბავშვებში“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 241

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]