თამარ ოდიშარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამარ ათანასეს ასული ოდიშარია (დ. 1922, ნოსირი, საქართველოს სსრ) — საბჭოთა სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. საკავშირო კპ(ბ) წევრი (1944). აფხაზეთის ასსრ-ის II-III მოწვევის უმაღლესი საბჭოსა და მშრომელთა დეპუტატების სოხუმის საქალაქო საბჭოს დეპუტატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამარ ოდიშარია დაიბადა 1922 წელს სოფელ ნოსირში, გლეხის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლლება მშობლიურ სოფელში მიიღო. ქალაქ ცხაკაიაში დაამთავრა ლ. ბერიას სახელობის პედაგოგიური სასწავლებელი და მიიღო მასწავლებლის წოდება. პედაგოგიური მოღვაწეობა 1940 წლიდან დაიწყო. მუშაობდა სოხუმის ვაჟთა პირველ ქართულ საშუალო სკოლაში.

1947 წელს მონაწილებდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, რომლის შედეგადაც არჩეულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 29 მარტს დაინიშნა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს თავჯდომარის მოადგილედ.

1950 წლის დეკემბერში არჩეულ იქნა საქართველოს კპ(ბ) სოხუმის საქალაქო კომიტეტის მდივნად. იყო საქართველოს კპ(ბ) სოხუმის ქალაქკომის ბიუროს წევრი.

1951 წელს მონაწილებდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, რომლის შედეგადაც არჩეულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 27 აპრილს დაინიშნა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს თავჯდომარის მოადგილედ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]