თამარ მახარობლიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამარ მახარობლიძე (დ. 24 იანვარი, 1959, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, პედაგოგი, მეცნიერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1981-1983 წლებში საქართველოს განათლების სამინისტროს მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის სარედაქციო-საგამომცემლო განყოფილების რედაქტორი. 1984-1992 წლებში თამარ მახრობელიძეს საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის უცხოეთის ქვეყნებზე მაუწყებლობის მთავარი რედაქციის საგარეო ურთიერთობათა ჯგუფის უფროსი რედაქტორი. 1988-2005 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის ახალი ქართული ენის კათედრის დოცენტი. 1994 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის მწერალთა ცენტრი, მწერალი, ჟურნალისტი.

2004 წლიდან საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი („ჯიპა“) მიწვეული ლექტორი, საერთაშორისო მედია მენეჯმენტის ექსპერტი. 2018 წელს იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის კავკასიური ენების განყოფილება (გერმანია), მიწვეული პროფესორი. თამარ მახრობლიძეს 2005-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრის პროფესორი. 2007-2008 წლებში სეულის სანგმიუნგის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი. 2008-2010 წლებში საქართველოს საპარტიარქოსთან არსებული წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 2009, 2010, 2011 წლებშიკონსუტლანტი InWent-GIZ. 2009-2017 წლებში. არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველური ენების განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 2011-2012 წლებში ლინგვისტი-მკვლევარი USAID-ის პროექტებში. 2012-2013 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ცენტრი, მეცნიერ-მკვლევარი. 2013 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის სრული პროფესორი.

2013 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ჟესტური ენის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. 2014 წელს – ლაიდენის ლინგვისტთა საზაფხულო სკოლა (ნიდერლანდები), მიწვეული პროფესორი, ქართული ენის ლექტორი. 2014 წელს პარიზის უნივერსიტეტი (The École pratique des hautes etudes), კავკასიოლოგიის განყოფილება, მიწვეული პროფესორი. 2015 წელს სტოკჰოლმის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის განყოფილება (ჟესტური ენები), მიწვეული პროფესორი. 2017-2018 წლებში პარიზის სორბონას უნივერსიტეტის პროექტის მთავარი მეცნიერ-მკვლევარი (საფრანგეთი), პროექტი LaDyCa – ენათა დინამიკა კავკასიაში. 2018 წელს ამსტერდამის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის განყოფილება, ჟესტური ენები (ნიდერლანდები), მიწვეული პროფესორი. 2018 წელს ჰაიფას უნივერსიტეტის ჟესტური ენების ლაბორატორია (ისრაელი), მიწვეული პროფესორი. თამარ მახარობლიძეს 2017 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსში მიღებული აქვს „წლის საუკეთესო მეცნიერის ჯილდო“ (საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები).

1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ადრესატობის კატეგორიის მორფოლოგიური სისტემა ბასკურში, მისი სინქრონიული ანალიზი და ტიპოლოგიური დახასიათება.“

2005 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაციის თემა — „ქართული და ბასკური დესტინაციური სისტემების ტიპოლოგია.“

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ჟესტური ენის ზმნის მორფოლოგია : მონოგრაფია - თბილისი, ილიას სახელმწ. უნივერსიტეტი, 2019 გვ. 248 ISBN: 9789941183317
  • ქართული ჟესტური ენა : ტრენინგის სახელმძღვ. : მესამე საფეხური : გზამკვლევი ტრენერისათვის თბილისი, 2012 გვ. 58
  • ბასკური და ქართველური დესტინაციური სისტემების ტიპოლოგია თბილისი, ენათმეცნ. ინ-ტი, 2007 გვ. 225 ISBN: 9789994091157
  • ქართული-როგორც მეორე ენა : სახელთა სწავლებისათვის არაქართულ სკოლებში - თბილისი, ენათმეცნიერების ინ-ტი, 2007 გვ. 44 ISBN: 9789994091140
  • ბასკური ზმნის ადრესატობის კატეგორიის ტიპოლოგიური ანალიზი თბილისი, უნივერსალი, 2005 გვ. 126 ISBN: 9994006851
  • დესტინაციურ სისტემათა ტიპოლოგია : ქართული და ბასკური ენების მასალა- თბილისი, ნეკერი, 2005 გვ. 158 ISBN: 9994085069
  • სიზმარას ყველაზე ლამაზი დღე: ზღაპარი - თბილისი, 2001 გვ. 36

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე თბ., 2012 გვ. 479

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]