თამარ კოკოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თამარ კოკოვა

თამარ კოკოვა ფილმში „ფატიმა“
დაბადების თარიღი 15 მარტი, 1934
ნალჩიკი
საქმიანობა მსახიობი

თამარ კოკოვა (რუს. Тамара Акашевна Кокова; დ. 15 მარტი, 1934) — რუსი საბჭოთა მსახიობი. რსფსრ დამსახურებული არტისტი (1971).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1934 წლის 15 მარტს ნალჩიკში. 1958 წელს დაამთავრა თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი (ГИТИС). მისი დებიუტი კინოში სტუდენტობისას, ჯერ კიდევ მეორე კურსზე სწავლისას შედგა რეჟ. ევგენი ივანოვ-ბარკოვის ფილმში „სატ­რფოს თავ­შა­ლი“ (1955, მარიამი). 1959 წელს გახდა კინოსტუდია „ქართული ფილმის" მსახიობი.[1] 1961 წლიდან მუშაობდა მოსკოვის კინომსახიობის თეატრ-სტუდიაში. მთლიანობაში მან კარიერის განმავლობაში ითამაშა სხვადასხვა ჟანრის 20 ფილმში.

1975 წელს თამარ კოკოვა გა­და­ღე­ბე­ბის და­სა­წყე­ბად ტაშ­კენ­ტში ჩა­ვი­და. აე­რო­პორ­ტი­დან მი­მა­ვა­ლი მსა­ხი­ო­ბი მოჰ­ყვა ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში, რომელშიც სერიოზული დაზიანებები მიიღო, მათ შორის სახეზეც. მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და დიდხანს მკურნალობდა. ამის შემდეგ კოკოვამ პრაქტიკულად დატოვა სამსახიობო პროფესია. ითამაშა მხოლოდ მცირე როლები კინოში და ეწეოდა დუბლირებას. თეატრში მხოლოდ ერთ სპექტაკლში იყო დაკავებული — „შემოდგომის საღამო".

ცხოვრობს მოსკოვში. მისი მეუღლეა ადვოკატი მარკ ვოზნესენსკი. ქალიშვილი — მარია ფილოლოგია, მეცნიერებათა კანდიდატი.

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოკოვას მიენიჭა საკავშირო კინოფესტივალის პრიზი ქალის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში „ფატიმა". ეს ფილმი იყო მისი სადიპლომო ნამუშევარი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1973 ქარავანი Караван (фильм, 1973) სალიმა
1972 სემურგი Семург სიმურგი
1970 ვარსკვლავები არ ქრებიან აზერ. Ulduzlar sönmür ჩოტაის დედა
1970 მესამე ქალიშვილი Третья дочь  მუხტარის ცოლი
1968 თეთრი როიალი Белый рояль  როზია
1967 ფერფლის ქვეშ ცეცხლია Под пеплом - огонь  კუმრი (მთავარი როლი)
1967 მიწა, ზღვა, ცეცხლი, ცა აზერ. Torpaq. Dəniz. Od. Səma გიულსუმი
1966 კანიუიტის გამოქვაბულის საიდუმლო Тайна пещеры Каниюта გულმალიკი
1965 26 ბაქოელი კომისარი 26 бакинских комиссаров ჯაფარიძის ცოლი
1964 შენს გულს ჰკითხე Спроси свое сердце ინჟინერი რაუშანი
1963 სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას При исполнении служебных обязанностей მოლარე
1961 ზუმრადი Зумрад ზუმრადი (მთავარი როლი)
1960 ხამზა Хамза ზულფია
1959 ერთი ციხესიმაგრის საიდუმლოება აზერ. Bir qalanin sirri მეთანეთი
1959 ზვავი Обвал სედა
1958 ფატიმა ფატიმა ფატიმა (მთავარი როლი)
1957 ორი მეზობელი აზერ. Bir məhəllədən iki nəfər ჰალიმა
1955 სატ­რფოს თავ­შა­ლი Шарф любимой მარიამი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Кино: Энциклопедический словарь / Гл. ред. С. И. Юткевич; Редкол. Ю. С. Афанасьев, В. Е. Баскаков, И. В. Вайсфельд и др. — М.: Советская энциклопедия. 1987. — С. 206. — 640 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]