თამარ კვანტალიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამარ კვანტალიანი (დ. 12 სექტემბერი, 1952, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1975–1978 წლებში — მიხეილ წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის ქრონიკული უკმარისობის განყოფილების უფროსი ლაბორანტი. 1978–1985 წლებში — ამავე განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1985 წლიდან აღნიშნული განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომერლი. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულის იშემიური დაავადების სხვადასხვა ფორმის დიაგნოსტიკასა და მკურნალობის საკითხებს. 1992 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას დამოუკიდებელ სამედიცინო ინსტიტუტებში „ვითა“ და „ელეგია და კომპანია“. ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2006).

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „გულის იშემიით ავადმყოფებში მიოკარდიუმის ექტოპიური აქტივობის გამოვლენა ფსიქო-ემოციური და სენსორული სტრეს-ტესტების საშუალებით“, დაიცვა 1983 წელს. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 2006 წელს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანება და მისი დიაგნოსტიკის გზები ქრონიკული ბაქტერიულ-ვირუსული ინფიცირების დროს, თბილისი, შპს „სი-ჯი-ეს“, 2009, გვ. 154 ISBN 9789941020384

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 148
  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე, თბ., 2012, გვ. 337

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]