თამარ კაპრელიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თამარ კაპრელიანი
20150511 ESC 2015 Genealogy 4206.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 28 ოქტომბერი 1986(1986-10-28)[1] (33 წლის)
დაბ. ადგილი სკოტსდეილი
ეროვნება სომეხი ამერიკელი
საიტი tamarkaprelian.com
თამარ კაპრელიანი ვიკისაწყობში

თამარ მარდიროსიანი (სომხ. Թամար Մարտիրոսեան; დ. 28 ოქტომბერი, 1986, სკოტსდეილი, არიზონა) პროფესიონალურად ცნობილია როგორც თამარ კაპრელიანისომეხი-ამერიკელი მომღერალი, სიმღერებისა და მელოდიების მწერალი, ფილარმონისტი. კაპრელიანმა კარიერა დაიწყო 2008 წელს, OneRepublic-ის მიერ ორგანიზებულ სამოტივაციო კონკურსში გამარჯვების შემდეგ, სადაც მან შეასრულა სიმღერა ბოდიში. გამარჯვების შემდეგ, რაიან ტედერმა იგი Interscope Records-ის ხელმძღვანელებს წარუდგინა. 2010 წელს, Interscope-ის მეშვეობით გამოუშვა თავისი სადებიუტო სტუდიური ალბომი Sinner ან Saint.

2015 წელს სომხეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ (ARMTV) კაპრელიანი დაიქირავა, რათა გამხდარიყო სომხური სუპერჯგუფის, გენეალოგის, ამერიკელი წარმომადგენელი. როგორც გენეალოგის წევრმა, მან სომხეთი წარადგინა ევროვიზიის 2015 წლის სიმღერის კონკურსში სიმღერით „ჩრდილის სახე“; მან კონკურსში მე-6 ადგილი დაიკავა.

კაპრელიანმა დააარსა „ნვაკის ფონდი“: ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება ახალგაზრდა მომღერლების, სიმღერების შემსრულებლებისა და მუსიკოსების მუსიკალური ნიჭის გაუმჯობესებას სომხეთში.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაპრელიანი დაიბადა როგორც თამარ მარდიროსიანი, სკოტსდეილში, არიზონაში, ავედის და სილვა მარდიროსიანების ოჯახში. მისი მშობლები წარმოშობით ორივე სომეხია. მისი დიდი პაპა იყო დასავლეთ სომხეთიდან. იგი გაიზარდა ჯორჯიისა და კალიფორნიის შტატებში.[2][3]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008–2014:კარიერის დასაწყისი და Sinner or a Saint[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამარ კარპელიანის კარიერა დაიწყო 2008 წელს, OneRepublic-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში გამარჯვების შემდეგ. 2009 წელს გამოუშვა სადებიუტო სინგლი „ახალი დღე“, რომელიც ზრდასრულთა ტოპ 40-ში 37-ე ადგილს იკავებდა.[4] მისი სადებიუტო სტუდიური ალბომი Sinner or Saint, გამოვიდა მომდევნო წელს, Interscope-ის საშუალებით; იგი დაამზადა Wax Ltd-მა.[5] 2012 წლის ივნისში გამოუშვა მისი სადებიუტო პიესა კალიფორნია.

ქველმოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წელს, კაპრელიანმა ჩამოაყალიბა „ნვაკის ფონდი“, ორგანიზაცია, რომელიც ერევანშია დაფუძნებული; იგი შეიქმნა ახალგაზრდა სომეხი მომღერლების, სიმღერის შემსრულებლებისა და მუსიკოსების ნიჭის განსავითარებლად.[6] 2018 წლის სექტემბერში, ორგანიზაცია იერუსალიმში გაფართოვებას გეგმავდა.[7]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამარ კაპრელიანი სომხეთის მოქალაქე გახდა 2015 წლის 28 აპრილს, სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის მიერ სომხური პასპორტის მიღების შემდეგ.[8] 2016 წლის მაისში დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის „Phi Beta Kappa“ ინგლისურენოვანი ლიტერატურის ხარისხით.[9][10] კაპრელიანი დაქორწინდა 2016 წლის ოქტომბერში, ნორმანდიაში, ამერიკელ მეწარმე კრის სტენგზე.[11]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Discogs — 2000.
  2. About. Tamar Kaprelian – Official Site. Interscope Records. წაკითხვის თარიღი: 2009-12-07.
  3. I want people to know that I am Armenian – interview with Tamar Kaprelian. style.news.am. წაკითხვის თარიღი: February 10, 2013.
  4. "New Day - Tamar Kaprelian". Billboard. http://www.billboard.com/#/song/tamar-kaprelian/new-day/21138281.
  5. Sinner or a Saint. iTunes.
  6. Adams, William Lee. (July 12, 2016) Q&A: TAMAR KAPRELIAN ON NVAK, HER SUMMER PROGRAM FOR GIFTED TEENS AND YOUNG ADULTS IN ARMENIA. Wiwibloggs.
  7. Nvak Mission. Nvak Foundation. წაკითხვის თარიღი: 15 January 2018.
  8. Jiandani, Sanjay. (28 April 2015) Eurovision Armenia: Genealogy meet the president of Armenia. Esctoday. წაკითხვის თარიღი: 1 May 2015.
  9. Tamar Kaprelian [TamarKaprelian]. (13 May 2016) 🎓. @Columbia..
  10. https://twitter.com/TamarKaprelian/status/834991031049420800
  11. Macon, Alexandra (24 February 2017). "An Intimate Armenian Wedding in Normandy". Vogue. https://www.vogue.com/article/tamar-kaprelian-chris-stang-wedding-infatuation.