შინაარსზე გადასვლა

თამარ ბატონიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თამარი (მრავალმნიშვნელოვანი).

თამარ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. 1791 — გ. 6 ოქტომბერი, 1857) — ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის შვილიშვილი, იულონ ბატონიშვილის ასული.

განათლება მიიღო სამეფო კარზე და ოჯახში. 1811 წელს, 20 წლის თამარი დაინიშნა რუსეთის დედოფლის ფრეილინად, ძირითადად ცხოვრობდა თბილისში, ანჩისხატის ქუჩაზე, ხშირად ჩადიოდა პეტერბურგში და მონაწილეობდა სასახლის ცერემონიებში. აქტიურად მონაწილეობდა ქართველ თავადაზნაურთა 1832 წლის შეთქმულებაში და ამ საქმეში რამდენიმე გავლენიანი მანდილოსანიც ჩააბა. ემხრობოდა უსისხლო გადატრიალების გეგმას.

შეთქმულების დამარცხების შემდეგ, 1833 წლის თებერვალში თამარი დააპატიმრეს, ჩამოართვეს უფლისწულის (ცარევნას) ტიტული და მიუსაჯეს სიმბირსკში გადასახლება, მაგრამ შემდეგ სასჯელი შეუცვალეს და დატოვეს თბილისში პოლიციის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ცხოვრობდა მკაცრად ქრისტიანული წესებით, ასკეტურად, არ გათხოვილა. ორჯერ მოილოცა იერუსალიმი, უკანასკნელად 1857 წლის გაზაფხულზე. გარდაიცვალა იმავე წელს. დაკრძალულია მცხეთაში.

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.  გვ. 457.
  • გოზალიშვილი გ., 1932 წლის შეთქმულება, ტ. 1–3, თბ., 1935–76.
  • ბერძნიშვილი მ., მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის: II, მასალები ბიოგრაფიული ლექსიკონისათვის (ა–ე), თბ., 1980. — გვ. 31.