შინაარსზე გადასვლა

თამარ ამილახვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თამარი (მრავალმნიშვნელოვანი).

თამარ ამილახვარი — შაჰ აბას I-ს მეუღლე. ანდუყაფარ ამილახვრის ქალიშვილი.

სპარსელი ისტორიკოსის, ნ. ფალსაფის მოწმობით, როცა შაჰი ნაღვლიანი და დადარდიანებული შედიოდა ჰარამხანაში, მასთან მიახლოებასა და დალაპარაკებას ვერავინ ბედავდა უფროსი და კანონიერი ­ქართველი ცოლის გარდა. ეს ქალი ანდუყაფარ გურჯის (ამილახვარის), კა­ხე­თის ვალის – ალექსანდრე ხანის ნათესავის ასული იყო, კარგად იცნობდა შაჰის ხასიათსა და ბუნებას და მასზე დიდი გავლენა ჰქონდა. რუსული წყა­როების მიხედვით (ს. ბელოკუროვი, ნ. ვესელოვსკი) თამარი ალექსანდრე კახთა მეფის ცოლის დის­შვი­ლი ყოფილა. იმავე წყა­რო­ებ­ში დაწვრილებით არის აღწერილი 1596 ირანის შაჰის სარდლების ჩამოსვლა კახეთში და თამარის ირანში გამგზავრების ცერემონიალი.