თამარ აბულაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამარ აბულაძე (დ. 21 მაისი, 1921, სამტრედია) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1942–1945 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიის კათედრის კლინიკური ორდინატორი. 1945–1963 წლებში ს.ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1963–1971 წლებში ამავე ინსტიტუტის ბიოქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი. 1971–1978 წლებში დიზენტერიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1983 წელს ბიოქიმიური ჯგუფის ხელმძღვანელი. 1983–1989 წლებში კლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1989 წლის ოქტომბრიდან პენსიონერია. ავტორია 28 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ბიოქიმიურ კვლევას ანკილოსტომოზის დროს. არის სამედიცინო პარაზიტოლოგიის სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

1962 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა: „ღვიძლის ზოგიერთი ფუნქციის მდგომარეობა ანკილოსტომიდოზის დროს“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. თბ., 2000 გვ. 9

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]