თამაზ შაიშმელაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამაზ შაიშმელაშვილი (დ. 15 მარტი, 1938, ნუკრიანი — გ. 2011) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1961 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით.

1961 წლიდან მუშაობდა საქართველოს გზატკეცილების მთავარ სამმართველოში უფროს ინჟინრად, შემდეგ საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად. 1979-1989 წლებში იყო საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსის მოადგილე და უფროსი. 1989-1991 წლებში იყო საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების სამინისტროს კაპიტალური მშენებლობისა და საიჯარო სამუშაოების სამმართველოს უფროსი. 1991-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო კონცერნ „საქავტოგზის“ თავმჯდომარის პირველ მოადგილედ. 1997 წლიდან იყო საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. მონაწილეობდა „მცხეთა-ფასანაურის“, „თბილისი-წითელი ხიდის“ საავტომობილო გზების სარეკონსტრუქციო სამუშაოებში. მდინარე იუფშარასა და ცისფერ ტბაზე, ასევე „ბზიფი-რიწა-ავადხარას“ გზებზე სამდინარო-სახიდე გადასასვლელებისა და გაგრის შემოსავლელი საავტომობილო გზის (3-კილომეტრიანი გვირაბით) მშენებლობაში. ხელმძღვანელობდა ჭოროხისა (სოფელ გონიოსთან) და ხრამის (აზერბაიჯანის საზღვართან) სამდინარო-სახიდე გადასასვლელების, „თბილისი-სენაკი-ლესელიძის“ საავტომობილო გზის (სოფელ აღაიანის შემოსავლელი გზის მონაკვეთი), ენგურისა (სოფელ ლიასთან) და მაგანას (სოფელ ჯვართან) ხიდების, „ახალქალაქი-ნინოწმინდის“ 10 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქციას, მდინარეებზე: ტამიშზე, ოხურეისა და ენგურზე (აფხაზეთის საზღვართან) სამდინარო ხიდების უმოკლეს ვადებში აღდგენას. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი და სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1998 — ღირსების ორდენი
  • 1996 — ღირსების მედალი
  • საპატიო მეგზევე
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 604
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 1, თამაზ ყიფიანი, თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი, თბ., 2000, გვ. 438

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]