თამაზ ყურაშვილი (ექიმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თამაზ ყურაშვილი (მრავალმნიშვნელოვანი).
თამაზ ყურაშვილი
დაბადების თარიღი 17 ივნისი, 1937 (1937-06-17) (86 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
საქმიანობა ექიმი

თამაზ ყურაშვილი (დ. 17 ივნისი, 1937) — ქართველი ექიმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1960-1967 წლებში იყო ტყიბულის მაღაროთსამმართველოს სამედიცინო-სანიტარიული ნაწილის ექიმი, რაიონული საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი, რუსთავის საქალაქო საავადმყოფოს ექიმი, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი, ლაბორანტი, 1967 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი, განყოფილების ხელმძღვანელი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]