თამაზ იმნაიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თამაზ იმნაიშვილი (დ. 28 ივლისი, 1954, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი სპორტსმენი (სასტენდო და ტყვიის სროლა). ევროპის შვიდგზის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (1977, 1978, 1980, 1981, 1984, 1985, 1987). ევროპის თასის მფლობელი პირად პირველობაში (1987). სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის ჩემპიონი პირად ჩათვლაში (1975). სსრკ მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი პირად და გუნდურ პირველობაში. მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდსმენი (1996, 125 ქ 125-იდან). გივი შენგელიასთან და დავით ქვათაძესთან ერთად მსოფლიო თასის გათამაშეების (1995) მე-3 პრიზიორი გუნდურ ჩათვლაში.

ოლიმპიური თამაშების სამგზის მონაწილე: XXII და XXVI ოლიმპიურ თამაშებში (1980, მოსკოვი და 1996, ატლანტა) აჩვენა IX შედეგი, XXIV ოლიმპიური თამაშების (1988, სეული) წინასწარ შეჯიბრებაში მოაგროვა 146 ქულა (150-იდან) და სსრკ ნაკრების კიდევ სამ წევრთან ერთად 24 ფინალისტს შორის მოხვდა. ტურნირის ორგანიზატორებმა სსრკ ნაკრების ხელმძღვანელობას ოთხიდან ერთი ფინალისტის მოხსნა დაავალეს, მწვრთნელებმა კი არჩევანი ქართველ სპორტსმენზე შეაჩერეს და იგი ფინალს მიღმა დატოვეს; გამოქვეყნებული აქვს ხუთი სტატია; საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა ბიოლოგიაში 1988 წელს; მისი ბიოგრაფია შეტანილია ატლანტის ოლიმპიადისადმი მიძღვნილ ცნობარში.

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი (1994–2004). საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (1992-იდან). ღირსების ორდენის კავალერი.

ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ტურნირი მასპინძელი ადგილი
1977 ევროპის ჩემპიონატი დორჩესტერი, დიდი ბრიტანეთი 1st
1978 ევროპის ჩემპიონატი ზული, გდრ 1st
1979 მსოფლიო ჩემპიონატი მონტეკატინი, იტალია 3rd
1980 ევროპის ჩემპიონატი სარაგოსა, ესპანეთი 1st
1981 ევროპის ჩემპიონატი მოსკოვი, სსრკ 1st
1981 მსოფლიო ჩემპიონატი ტუკუმანი, არგენტინა 1st
1982 ევროპის ჩემპიონატი მონტეკატინი, იტალია 2nd
1984 ევროპის ჩემპიონატი სარაგოსა, ესპანეთი 2nd
1984 ევროპის ჩემპიონატი სარაგოსა, ესპანეთი 1st
1985 ევროპის ჩემპიონატი ანტიბი, საფრანგეთი 2nd
1985 ევროპის ჩემპიონატი ანტიბი, საფრანგეთი 1st
1987 ევროპის ჩემპიონატი (გაერთიანებული) ლახტი, ფინეთი 1st
1990 მსოფლიო ჩემპიონატი (გაერთიანებული) მოსკოვი, სსრკ 3rd
1993 მსოფლიო ჩემპიონატი ტუკუმანი, არგენტინა 2nd
1995 მსოფლიო ჩემპიონატი ნიქოზია, კვიპროსი 3rd

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 94, თბ., 1996–97.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]