თამაზ იამანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თამაზ იამანიძე
დაბადების თარიღი 21 მარტი, 1944 (1944-03-21) (80 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

თამაზ იამანიძე (დ. 21 მარტი, 1944, ზესტაფონი — გ. 18 ოქტომბერი, 2014) — ქართველი ინჟინერი და მეცნიერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1968 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-საინჟინრო ფაკულტეტი.

1968-1975 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის უნივერსიტეტის უფროსი ლაბორანტი, ინჟინერი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1975-1980 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საორგანიზაციო განყოფილების სწავლული მდივანი; 1980-1988 წლებში საქართველოს სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების და უმაღლესი სასწავლებლების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1988-2006 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივნის მოადგილე; 1982-2006 წლებში სამთო-მექანიკის უნივერსიტეტში ჩამოაყალიბა სამეცნიერო სექტორი და იყო მისი ხელმძღვანელი. არის 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1975 წელს „ბრუნვა-დარტყმითი საბურღი დანადგარების ვიბროდაცვის საკითხების კვლევა“. სადოქტორო დისერტაციის თემა — დაიცვა 1996 წელს „სანგრევი ინსტრუმენტისა და ქანის ურთიერთმოქმედების პროცესების ოპტიმიზაცია“.

ორგანიზაციის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სამთო ინსტიტუტის სამეცნიერო და სამთო მეცნიერებებში სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოები, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2001-)

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სანგრევი ინსტრუმენტისა და ქანის ურთიერთქმედების პროცესების ოპტიმიზაცია (ავტორი), თბ., მეცნიერება, 1995, გვ. 196 — ISBN: 5-520-01586-4

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018, გვ.163

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]