შინაარსზე გადასვლა

თამაზ თოლორაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თამაზ თოლორაია

კადრი ფილმიდან „სიცოცხლისთვის სახიფათოა“
დაბადების სახელი თამაზ თოლორაია
დაბადების თარიღი 2 მარტი, 1950
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 9 ნოემბერი, 2004 (54 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: საქართველო საქართველო
ალმა-მატერი თეატრალური ინსტიტუტი
საქმიანობა მსახიობი
მშობლები მამა: კოტე თოლორაია
დედა: თამარ სხირტლაძე

თამაზ თოლორაია (დ. 2 მარტი, 1950, თბილისი — გ. 9 ნოემბერი, 2004, იქვე) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1972 წელს.

1979 წლიდან მოღვაწეობდა „კინომსახიობთა თეატრში“. 1967 წლიდან მონაწილეობდა კინოგადაღებებში, პირველი კინოროლია კოსტა („ცისკრის ზარები“, რეჟ. ყ. მგელაძე, 1967). პოპულარობა მოუტანა ლევანის როლმა ფილმში „ღიმილის ბიჭები“ (რეჟ. რ. ჩხეიძე, 1969). გადაღებულია 40-მდე ფილმში, როგორც ქართულ, ასევე საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკებისა და „გდრ-ფილმის“ კინოსურათებში: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (ბიძინა, რეჟ. ყ. მგელაძე, 1969), „ანარეკლი“ (რეჟ. ო. აბესაძე, 1974), „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“ (რეჟ. ყ. მგელაძე, 1975), „თვალი პატიოსანი“ (რეჟ. შ. მანაგაძე, 1976), „პოლკოვნიკ ზორინის ვერსია“ (რეჟ. ა. ლადინინი, 1978) „არაჩვეულებრივი რეისი“ (რეჟ. ბ. ჩხეიძე, 1982), „კუკარაჩა“ (რეჟ. ს. დოლიძე, ქ. დოლიძე, 1982), „ჯადოსნური ღამე“ (რეჟ. თ. ფალავანდიშვილი, 1983), „სიცოცხლისთვის სახიფათოა“ (რეჟ. ლ.გაიდაი, 1985) „ახალი არკადია“ (რეჟ. თ. ფალავანდიშვილი, 1986), „მარტოხელა მონადირე“ (რეჟ. ქ. დოლიძე, 1989), „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (რეჟ. რ. ჩხეიძე, 1989), „ო, რა ტკბილია, განშორების ეს ნაზი სევდა“ (რეჟ. ქ. დოლიძე, 1991).

წელი სახელწოდება როლი
1967ფცისკრის ზარებიკოსტა
1968ფბზიანეთი
1969ფღიმილის ბიჭებილევანი
1969ფსინათლე ჩვენს ფანჯრებშიბიძინა
1971ფახალგაზრდა კაციშოთა
1972ფპომპეის უკანასკნელი დღეები („ლენფილმი“)მიტია
1973ფმე და ჩემი მეზობლებიგოგა
1974ფანარეკლი
1975ფარ დაიჯერო, რომ აღარა ვარჟურნალისტი
1976ფთვალი პატიოსანი
1978ფპოლკოვნიკ ზორინის ვერსია („მოსფილმი“)ქართველი ლაველასი
1979ფდესანტი ორინგაზეგივი
1980ფცხენებს გადასასვლელზე არ ცვლიან („მოსფილმი“)ელდარ კიკნაძე
1982ფკუკარაჩაალი
1982ფარაჩვეულებრივი რეისი
1983ფჯადოსნური ღამედურგალი
1985ფსიცოცხლისთვის სახიფათოა — („მოსფილმი“)ვანო ყიფიანი
1986ფახალი არკადიაოთარი
1987ფდამშვიდობება (ხანა ჩვენი ბავშვობისა)
1989ფმარტოხელა მონადირეკალანდაძე
1989ფცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსიხუანი
1990ფოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორიექიმი
1991ფო, რა ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა (ევრიდიკე)იმპრესარიო
1994ფერთაწმინდა
1996ფშეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი
2003ფსიყვარული და კარტოფილი
2003ფგაჭედილები (ენკი–ბენკი)
  • ქართული კონო: 1896-2011, თბ., 2011. — გვ. 94.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]