შინაარსზე გადასვლა

თამაზ ვაშაკიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამაზ რემას ძე ვაშაკიძე (დ. 14 აპრილი, 1961, თბილისი) — ქართველი ბალეტის მოცეკვავე, ქორეოგრაფი. საქართველოს სახალხო არტისტი (1989).

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი (1979), სანქტ-პეტერბურგის კონსერვატორია (1993). 1979-1989 წლებში იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი, 1989-1992 წლებში — მოსკოვის ვ. გორდეევის თეატრის „რუსკი ბალეტის“ სოლისტი, 1992 წელს — თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი, 1993 წლიდან — თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელი (2001 წლიდან — დირექტორი). 2001 წელს დააარსა საერთაშორისო კონკურსი-ფესტივალი „ჭაბუკიანი-ბალანჩინი“, 2002 წელს — ფონდი „ჭაბუკიანი-ბალანჩინი“. 2005 წელს საქართველოს ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო რუსეთში გადასახლდა (2008 წლიდან ჰქონდა პოლიტიკური დევნილის სტატუსი). 2006-2017 წლებში იყო ეკატერინბურგის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის დამდგმელი რეჟისორი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]