შინაარსზე გადასვლა

თამაზ დუმბაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამაზ სევერიანის ძე დუმბაძე (დ. 1 იანვარი, 1936, თბილისი, — გ. 24 აგვისტო, 2016) — ქართველი სამხედრო პირი, გენერალ-ლეიტენანტი (1999).

დაამთავრა მოსკოვის ვაჭრობის ინსტიტუტი (1979). სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა თბილისის №1 სამკერვალო ფაბრიკაში. 1989 წლიდან ჩაება ეროვნულ მოძრაობაში, მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბებაში, 1991-1992 წლებში — პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების სამხედრო გადატრიალების გზით დამხობაში. 1992 წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება და იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე, 1992-1998 წლებში — საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, 1998-2004 წლებში — თავდაცვის მინისტრის განსაკუთრებულ დავალებათა ჯგუფის უფროსი. არის ვახტანგ გორგასლის ორდენის სრული კავალერი (1998).

  • 1998 — ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (სრული კავალერი)
  • სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის
  • 1997 — მედალი "მხედრული მამაცობისთვის"
  • 1995 — ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • 1993 — ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
  • თქვენ გასაგონად, ბიჭებო!.. / თამაზ დუმბაძე ; მთ. რედ. შ. მირიჯანაშვილი ; რედ.-კონსულტანტი დ. ღონღაძე ; მხატვ. მ. თბილელი. - თბ. : "მერანი-3"-ის გამ-ბა და სტ., 1999.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]