თამაზ დალაქიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამაზ არქიფოს ძე დალაქიშვილი (დ. 22 სექტემბერი, 1937, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი. საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (2005).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1961). მუშაობდა „საქქალაქმშენსახპროექტში“ (1961–1964), თბილისის ზონალურ საპროექტო-ექსპერიმენტულ ინსტიტუტში (1964–1965; 1969–1981), „თბილქალაქპროექტში“ (1982–1990). 1991–1997 იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის შემოქმედებით-საწარმოო გაერთიანება „არქფონდის“ მთავარი მხატვარ-დიზაინერი. ძირითადი ნამუშევრები: დასახლება დებელე გვინეის რესპუბლიკაში (გ. ბერიძესთან, დ. გრძელიძესა და კ. ხატიაშვილთან ერთად; 1971–74), ენგურჰესის მშენებელთა საცხოვრებელი სახლი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე (გ. ბიჭიაშვილთან, ზ. კოპალაძესა და ო. დარჩიევთან ერთად; 70-იანი წწ.), ჰიდრომშენებელთა დასახლება ვიეტნამში მდ. დაზე (ა. ღოღობერიძესთან, ა. ჯაფარიძესა და ა. ქურდიანთან ერთად; 1976–1981); ბავშვთა საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრი ნასოფლარ ავენისში (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი; ბ. გოცირიძესთან, ი. ვაჩეიშვილთან, დ. თოფურიძესა და ა. ჯაფარიძესთან ერთად, 1987; საქართველოს არქიტექტურის I საერთაშორისო ბიენალე, გრან-პრი, 1988); საქართველო-ბულგარეთის საზოგადოებრივ-კულტურული ცენტრი ქ. სოფიაში (თანაავტორი ა. ჯაფარიძე, 1988); არტ-ბიზნესცენტრი თბილისში, კ. აფხაზის ქუჩაზე (თანაავტორი ა. ბახტაძე, 1997).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]