თამაზ გერსამია
თამაზ გერსამია (დ. 9 აპრილი, 1943, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი. არქიტექტურის კანდიდატი (1973). თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).
1967 წელს დაამთავრა საქართველოს სსრ პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1967–1970 წლებში მუშაობდა „საქქალაქმშენისახპროექტში“. 1975 წლიდან გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. კვლევის სფეროა: საქართველოს ძველი ქალაქების, XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის არქიტექტურა. ავტორია ალბომებისა „ძველი თბილისი“ (1984), „ქუთაისი“ (1990) (ორივე ქართულ, ინგლისურ, რუსულ ენებზე), რომლებშიც თავმოყრილია მეცნიერულად სისტემატიზირებული, ახალგამოვლენილი წერილობითი, ფოტო-და გრაფიკული მასალა.
ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1988 — საქართველოს პირველი ბიენალე, ლაურეატი
- 2003 — ღირსების ორდენი
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კინწურაშვილი ს., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 601.
- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 382, ISBN 99928-20-32-2.