თამაზ გაბადაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თამაზ გაბადაძე
დაბ. თარიღი 26 აგვისტო, 1935(1935-08-26) (88 წლის)
დაბ. ადგილი თერჯოლა
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ინჟინერი
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

თამაზ გაბადაძე (დ. 26 აგვისტო, 1935, თერჯოლა) — ქართველი ინჟინერი და მეცნიერი. 2003 წელს გადაეცა ღირსების ორდენი.


ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1935 წლის 26 აგვისტოს. 1953 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ქიმიური ტექნოლოგიის სპეციალობით. სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო საშენ მასალათა სამეცნიერო-კვლევით უნივერსიტეტში. ასპირანტურასაც ამავე უნივერსიტეტში სწავლობდა. მის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიის საფუძველზე 1960 წელს, მიღებულ იქნა წყალგაუმტარი, გაფართოებადი და დამძაბავი, ზესწრაფმაგრებადი ცემენტები. 1963 წელს საკავშირო ჟურნალში „ცემენტი“ ამ თემაზე მის მიერ გამოქვეყნებული იქნა სამეცნიერო სტატია; 1965–1990 წლებში ხელმძრვანელობდა მიზნობრივ და კომპლექსურ პროგრამებს საბჭოთა კავშირის მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის („სახმშენის“) ქვანახშირის, საშენ მასალათა და სასუქების მრეწველობის მეცნიერების და სამინისტოროების ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის ხაზით. სადოქტორო დისერტაცია ახალი ტიპის ცემენტების ტექნოლოგიაზე 1982 წელს დაიცვა მოსკოვის მენდელეევის სახელობის ქიმიურ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. ქალაქ ხარკოვის მეტროპოლიტენისა და წყალგაუმტარი ნაგებობების მშენებლობაში მის მიერ მიღებული სპეც ცემენტების ტექნოლოგიაა დანერგილი, ხოლო საქართველოში „ენგურჰესის“, თბილისის მეტროპოლიტენის და სს „თბილისის წყლის“ ობიექტებზე; გახლდათ საბჭოთა კავშირის უმაღლესი საატესტაციო კომისიის რეცენზენტი სადოქტორო დისერტაციებში, წინასწარ დაძაბული რკინაბეტონის ნაციონალური კომისიის წევრი, საქართველოს პარლამენტის სამეცნიერო-ტექნიკური და საექსპორტო საბჭოს წევრი, დეკანი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის; სამი სახელმძღვანელოს, ასევე მონოგრაფიების ავტორია და 120-ზე მეტი სტატია აქვს გამოქვეყნებული, აქვს მიღებული 40 საავტორო მოწმობა პატენტი ცემენტებისა და ფერადი ლითონების ტექნოლოგიებში; სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია „ელექტრონული ტექნიკის მასალების ტექნოლოგია“ მის მიერ იქნა დაარსებული, ასევე, სპეციალობა „სამედიცინო და სპეცმასალების ტექნოლოგია“ და შპს „სპეცცემენტები“; არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სილიკატების ტექნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი. 2010 წელს მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო სიგელი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1998 — ღირსების მედალი
  • 2003 — ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პორტლანდცემენტის წარმოება, დამხმარე სახელმძღვანელო, თბ., 2017
  • სილიკატების ფიზიკური ქიმია, დამხმარე სახელმძღვანელო, თბ., 1997
  • მაღალ ეფექტური მასალის ცემენტოკერამიკის მიღება, თბ., 1969

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 107
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 3, შემდგ.: თ. ყიფიანი, დ. გაჩეჩილაძე, გ. სიმონიშვილი, თბ., 2001, გვ. 126

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]