შინაარსზე გადასვლა

თამაზ ბესტაევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თამაზ ბესტაევი
თამაზ ბესტაევი
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 ნოემბერი, 2022 – 1 იანვარი, 2026
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი კობახიძე
წინამორბედიდიმიტრი სანაკოევი
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

დაბადებული20 ივნისი, 1970 (1970-06-20) (55 წლის)
სიღნაღი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
შვილები1
განათლებათბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია
პროფესიაექიმი

თამაზ ბესტაევი (დ. 20 ივნისი, 1970, სიღნაღი, საქართველოს სსრ) — სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი 2022 წლის 4 ნოემბრიდან - 2026 წლის 1 იანვრამდე.[1]

1990-1996 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში სამკურნალო ფაკულტეტზე. 2000-2006 წლებში მუშაობდა ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში ექიმ-უროლოგად. 2007-09 წლებში იყო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის მინისტრი. 2009-2012 წლებში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი. 2012-2022 წლებში იყო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. 2022 წლის 4 ნოემბერს დაინიშნა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. 2026 წლის 1 იანვარს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გაუქმების შედეგად შეუწყდა უფლებამოსილება.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წინამორბედი:
დიმიტრი სანაკოევი
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი

4 ნოემბერი, 2022- 1 იანვარი, 2026
შემდეგი:
თანამდებობა გაუქმდა