თამაზ ბათიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თამაზ ბათიაშვილი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1941
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა
  • მუსიკოსი
  • პედაგოგი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვიოლინო
ჯილდოები რუსთაველის პრემია და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია

თამაზ ალექსის ძე ბათიაშვილი (დ. 18 მარტი, 1941, თბილისი) — ქართველი მევიოლინე და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1980), პროფესორი (1986), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს თეატრალური საზოგადოების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1963 წელს დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია, 1966 — ასპირანტურა (პროფესორი შ. შანიძის კლასი). 1963 მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო კამერულ ორკესტში (რომლის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი და მონაწილეცაა) კონცერტმაისტერად, ხოლო 1966 წლიდან — საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტთან ერთად კონცერტებს მართავდა ყოფილ სსრკ-ის ქალაქებში და საზღვარგარეთ (გერმანია, ავსტრია, ჰოლანდია, იტალია, შვედეთი, ფინეთი, ესპანეთი, სამხრეთ ამერიკა, ჩეხოსლოვაკია, საბერძნეთი და სხვა). 1967 წლიდან იდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგია. ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიისა (1971) და ვაინერის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (1973, ბუდაპეშტი, კვარტეტის სხვა წევრებთან — კ. ვარდელთან, ო. ჩუბინიშვილთან, ნ. ჟვანიასთან ერთად).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]