თამაზ ანთაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თამაზ ანთაძე
პირადი ინფორმაცია
სრული სახელი თამაზ ანთაძე
მეტსახელ(ებ)ი „ფარჩო“
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 1 ივნისი, 1935
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი
გარდ. თარიღი 17 ნოემბერი, 2002 (67 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირი
საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი ხელბურთი
კლუბი „ბურევესტნიკი“ თბილისი

თამაზ ანთაძე (დ. 1 ივნისი, 1935, თბილისი — გ. 17 ნოემბერი, 2002, თბილისი) — ქართველი და საბჭოთა ხელბურთელი და ხელბურთის მწვრთნელი. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაშობდა თბილისის „ბურევესტნიკსა“ (1960–1970) და საბჭოთა კავშირის ნაკრებში (1964–1970). საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1962, 1964), სამგზის მეორე (1965, 1966, 1967) და მესამე (1963) პრიზიორი. ჩამოაყალიბა გუნდები: „დინამო“ და „კოლმეურნე“ (1970), თელავში დააარსა ბავშვთა და მოზარდთა სპეციალიზებული სპორტული სკოლა (1981). იყო ოლიმპიური რეზერვების ხელბურთის სკოლის დირექტორი (1985–1988), ქუვეითის კლუბების „ალ არაბის“ (1989–1990), „კლაბ ქუვეითის“ (1991–1992) და ამ ქვეყნის ნაკრების (1993–1994) მწვრთნელი.[3]

მისი ხელმძღვანელობით „ალ-არაბიმ" ქვეყნის თასი მოიგო (1990), „კლაბ ქუვეიტი" მესამე პრიზიორი (1992), ნაკრები კი აზიის თამაშების ჩემპიონი გახდა (1994).[1]

1970-იან წლებში ტრესტ „ალაზანმშენის" მთავარ ინჟინრად მუშაობისას მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კახეთის სპორტულ ცხოვრებაში — მისი ხელმძღვანელობით აშენდა თელავში სპორტთამაშების დარბაზი, ჩოგბურთის კორტები, ხოლო გომბორის ქედზე, ცივის მთაზე — სამთო-სათხილამურო ტრასა და საბაგირო. საბაგირო შემდეგ გუდაურში გადაიტანეს, ხოლო კორტებსა და დარბაზში დღესაც იმართება საერთაშორისო შეჯიბრებები.[1]

თამაზ ანთაძემ, როგორც მოთამაშემ, მწვრთნელმა და სელექციონერმა დიდი ღვაწლი დასდო საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებას.[4]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ბურევესტნიკი“ თბილისი
  • 1st საბჭოთა კავშირის ჩემპიონი: 1962, 1964
  • 2nd საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი: 1965, 1966, 1967
  • 3rd საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1963

სამწვრთნელო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ალ-არაბი“
  • 1st ქუვეითის თასი: 1990
„კლაბ-ქუვეითი“
  • 3rd ქუვეითის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1992
ქუვეითის ეროვნული ნაკრები
  • 1st აზიის თამაშების ჩემპიონი: 1994

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 თამაზ ჩიქვანაია (2 ივნისი, 2017). „თბილისელი „ფარჩო“ — დიდი მწვრთნელი და უღალატო კაცი!“. Sputnik საქართველო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-21. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. ნიკო ვაყელიშვილი (29 მაისი, 2015). „თამაზ ანთაძის იუბილე თელავში აღინიშნება“. „მსოფლიო სპორტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-21. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  3. ბერიშვილი, ე., 2013, გვ. 13
  4. გოგელია, ა., 1986, გვ. 12