თამაგინის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამაგინის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაგინში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ნაგებობა ძლიერადაა დანგრეული. შემორჩენილია სამხრეთ კედლის ფრაგმენტი ოთხი სართულის დონეზე. ნაშენია ფლეთილი ქვით დუღაბზე. კოშკის გარშემო მიწის დონე აწეულია, ყრია უამრავი ჩამონაშალი ქვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004