თალი-ბარზუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თალი-ბარზუ — ძვ. წ. ბოლო საუკუნეებისა და ახ. წ. VIII საუკუნის ნაქალაქარი (ფართობი დაახლ. 5 ჰა) სამარყანდის სამხრეთით 6 კმ-ზე (უზბეკეთი). აქვს ოთხკუთხა ფორმა, შუაში კოშკებითა და სათოფურებიანი კედლებით გამაგრებული 18 მ სიმაღლის გორაა. გაითხარა 1936–1940 წლებში, გ. გრიგორიევის ხელმძღვანელობით. მოსახლეობა ძირითადად მისდევდა მიწათმოქმედებას, მეცხოველებობას და აგრეთვე ხელოსნობას (კერამიკის წარმოება და სხვ.). ახ. წ. დასაწყისში თალი-ბარზუ გამაგრებულ დასახლებად იქცა, ხოლო III–IV საუკუნეებში დაცარიელდა. V–VI საუკუნეებში აშენდა ციხესიმაგრე, რომლის ცენტრში ციტადელი იყო. ვარაუდობენ, რომ V–VII საუკუნეების თალი-ბარზუ იგივეა, რაც წერილობით წყაროებში მოხსენიებული ქალაქი რივდადი.

თალი-ბარზუში აღმოჩენილი ადრინდელი მასალიდან აღსანიშნავია წითლად შეღებილი ქუსლიანი სასმისები, ორთავიანი ცხვრის ფორმის სადგარები, ორნამენტით შემკული ჭურჭელი, სოღდური დამწერლობის ნიმუშები და ქანდაკებანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]