შინაარსზე გადასვლა

თალიშ-მუღანის კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თალიშ-მუღანის კულტურა ან მუღანის კულტურაგვიანი ბრინჯაოს და ადრეული რკინის ხანის არქეოლოგიური კულტურაა (ძვ. წ. II გვიანი - I ათასწლეულის დასაწყისი), რომელიც მდებარეობდა მუღანის დაბლობზე და თალიშის მთებში, ჩრდილო-დასავლეთით. თანამედროვე ირანისა და თანამედროვე აზერბაიჯანის სამხრეთ-აღმოსავლეთით.

თალიშ-მუღანის კულტურის მახასიათებლები: ქვის ყუთებში მოთავსებული სამარხები. სამარხები შეიძლება იყოს ჯგუფური, ერთობლივი - მამაკაცები და ქალები, მდიდარი და ღარიბი საფლავებით. ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობა, მიწათმოქმედება და თევზაობაა.

იარაღები მზადდებოდა ბრინჯაოსა და რკინისგან. ხელით დამზადებული თიხის ჭურჭელი: გამორჩეულია კალათისებური „სასანთები“ და ჩაიდანის ფორმის ჭურჭელი.

საფლავის ნივთები მოცემული კულტურის ტომებს შორის ტომობრივი ურთიერთობების დაშლისა და ქონებრივი დიფერენციაციის პროცესს ასახავს.

გამოყენებული ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Пассек Т. и Латынин Б., Очерк до-истории Северного Азербайджана, «Известия Общества обследования и изучения Азербайджана», Баку, 1926, No 3;
  • Morgan J., Mission scientifique en Perse, t. 1, P., 1894.