თალიკო ჟვანია
თალიკო ჟვანია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1963 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ინჟინერი და პედაგოგი |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
თალიკო ჟვანია (დ. 1963) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი.
1985 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. 2006 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა სპეციალობით პროექტების მენეჯმენტი.
1985 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე უფროსი ლაბორანტის, ფაკულტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივნის, საპრობლემო ლაბორატორიის ინჟინრის, მეცნიერ მუშაკის, უფროსი მასწავლებლის და ასოცირებული პროფესორის თანამდებობზე. 2013 წლიდან მუშაობს ეკონომიკური ინფორმატიკის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორად, სტუ-ს საგამოცდო ცენტრის მთავარ სპეციალისტად. კითხულობს ლექციებს შემდეგ დისციპლინებში: „დაპროგრამების საფუძვლები“, „ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები“, „მონაცემთა დამუშავების ენები“, „მონაცემთა ბაზების აგების საფუძვლები“. არის 2 მონოგრაფიის, 13 სახელმძღვანელოსა და 67 სამეცნიერო სტატიის ავტორი, მონაწილეობდა 25 საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაში.