თალასოკრატიული პერიოდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თალასოკრატიული პერიოდები — დედამიწის ზედაპირზე ზღვების ფართო გავრცელების პერიოდები (ეპოქები). ტერმინი შემოიღო რუსმა მეცნიერმა ალექსი პავლოვმა. თალასოკრატიული პერიოდები უპირისპირდება გეოკრატიულ პერიოდებს. დროის მიხედვით თალასოკრატიული პერიოდები ტექტონიკური ციკლების (ეტაპების) შუა ნაწილთან, როდესაც დედამიწის ზედაპირის დაძირვის გამო კონტინენტების მნიშვნელოვანი ფართობი ზღვით იფარებოდა. ჰიდროსფეროს ფართობის ზრდა ხელს უწყობდა ნოტიო ზღვის ჰავის განვითარებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია ტემპერატურის მცირე რყევა. თალასოკრატიული პერიოდების განმავლობაში უმეტესად გროვდებოდა ზღვიური დანალექი წყებები, ჭარბობდა კარბონატული ქანები. თალასოკრატიული პერიოდებს მიეკუთვნება ზედასილურული, შუა- და ზედადევონური, ქვედაკარბონული, ზედაცარცული ეპოქები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]