თალასოთერაპია
თალასოთერაპია (ძვ. ბერძნ. θάλασσα [thálassa] — „ზღვა“ და θεραπεία [therapeía] — „მკურნალობა“) — თერაპიის ფორმა, რომელიც გულისხმობს ზღვის წყლის სამკურნალოდ გამოყენებას. არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომ თალასოთერაპია ეფექტურია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თალასოთერაპიის ერთ-ერთი გამოჩენილი პრაქტიკოსი იყო ექიმი რიჩარდ რასელი,[1][2][3] რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა თალასოთერაპიის პოპულარიზებაში. თალასოთერაპიის გამოყენების უძველესი ჩანაწერი 1725 წლით თარიღდება, პოვუა-დი-ვარზინში, პორტუგალიაში. მიაჩნდათ, რომ ეს ადგილი იოდის მაღალი კონცენტრაციით გამოირჩეოდა წყალმცენარეების დიდი რაოდენობის გამო. სწორედ ამ ტერიტორიას სამკურნალოდ იყენებდნენ ბენედიქტელი ბერები, XIX საუკუნის დასაწყისში იგივე პრაქტიკის გამოყენება ფერმერებმაც დაიწყეს, ხოლო მოგვიანებით ქალაქებშიც გაიხსნა მარილიანი წყლის ცხელი აბანოები, რომლებმაც სწრაფად ჰპოვეს პოპულარობა მაღალ ფენებში.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Richard Russell, The Oeconomy of Nature in Acute and Chronical Diseases of the Glands (8th edition, John and James Rivington, London, 1755; and James Fletcher, Oxford), accessed 7 December 2009. Full text at Internet Archive (archive.org)
- ↑ Russell, Richard (1760). „A Dissertation on the Use of Sea Water in the Diseases of the Glands. Particularly The Scurvy, Jaundice, King's-Evil, Leprosy, and the Glandular Consumption“, To which is added a Translation of Dr. Speed's Commentary on SEA WATER. As also An Account of the Nature, Properties, and Uses of all the remarkable Mineral Waters in Great Britain, 4th, London: W. Owen. First published 1750 as De Tabe Glandulari. Full text at Google Books.
- ↑ Gray, Fred (2006). Designing the Seaside: Architecture, Society and Nature. London: Reaktion Books, გვ. 46–47. ISBN 978-1-86189-274-4.
- ↑ Projecto para a Construção de Pavilhões na Praia da Póvoa (Maio a Junho de 1924) - Arquivo Municipal da Póvoa de Varzim (2008)