თაკი-ქისრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თაკი-ქისრა, თაკი-ქისრის მეჩეთი (სპარსული: „طاق کسری“, ტრანსკრიპცია „Taq-i Kisra“, „Taq-e Kesra“) ნიშნავს „ხოსროს აივანს“. განეკუთვნება სასანიანთა ირანის ეპოქას და არის ერთადერთი გადარჩენილი სასახლის ნანგრევებია ძველ ქალაქ ქტესიფონში. ამჟამად, მდებარეობს ერაყში, პატარა ქალაქ სალმან–პაკთან. მისი თაღი ითვლება არქიტექტურის ისტორიულ და მსოფლიოში უდიდეს უწყვეტ აგურის ძეგლად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეჩეთის დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, მისი დამაარსებელია შაბურ I, რომელიც მართავდა ირანს 242-272 წ.წ. ზოგს მიაჩნია, რომ ის აშენდა ხოსრო I ანუშირვანის მიერ ბიზანტიელთა წინააღმდეგ მოწყობილი კამპანიის შემდეგ 543 წელს. ფასადის მხარეს თაღოვანი დარბაზი ღიაა. დარბაზის სიმაღლე 50 მ-ია, ხოლო ფართობი 37x26 მმ². ეს იყო მანამდე არსებულ ძეგლებს შორის ყველაზე დიდი კაპიტელი.

თაღი იყო საიმპერატორო სასახლის კომპლექსის ნაწილი. სამეფო დარბაზი , სავარაუდოდ, მდებარეობდა თაღის ქვეშ ან უკან. იყო სიმაღლით 30 მ-ზე მეტი (110 ფუტი) და იკავებდა ფართობს სიგრძით 48 მ და სიგანით 24 მ. თაღის სისქე დაახლოებით 1 მ-ია, ხოლო საძირკვლის კედლების სიმაღლე 7 მ. თაღოვანი რკალი აგებულია ცენტრირების გარეშე. ეს რომ ადვილი შესაძლებელი ყოფილიყო, რამდენიმე მეთოდი იქნა გამოყენებული. მაგ: აგური გადახრილი იყო ვერტიკალიდან 18 გრადუსით, რაც ქმნიდა საშუალებას მშენებლობის დროს უკანა კედელზე ყოფილიყო მიყრდნობილი. გამოიყენებოდა სწრაფად საშრობი ცემენტი, რომელიც აადვილებდა ახალდაწყობილ აგურზე მალევე მიეშენებინათ აგურების ახალი რიგი.

თაკი-ქისრა – მხოლოდ ეს შენობა გადარჩა იმ ქალაქის მიწაზე, რომელიც თითქმის შვიდი საუკუნის განმავლობაში (ძვ.წ. II – ახ. წ. VII) წარმოადგენდა ძველი სპარსეთის იმპერიის მემკვიდრე დინასტიების - პართელთა და სასნიდთა შაჰების მთავარ დედაქალაქს.

ეს მთავარი სტრუქტურა დაიპყრეს არაბებმა 637 წელს, როცა დაიპყრეს ძველი სპარსეთის იმპერია. ისინი მას იყენებოდნენ მეჩეთად, მანამდე სანამ ტერიტორია ნელნელა არ იქნა დატოვებული.

ძეგლი წარმოადგენდა პოეტ ხაკანის ინტერესის საგანს, რომელმაც მისი ნანგრევები მოინახულა მე-12 საუკუნეში.

ახალი ერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1851 წელს ფრანგმა მხატვარმა ეჟენ ფლანდინმა მოინახულა ფრანგი არქიტექტორი პასკალ კოსტე, რომელმაც შენიშნა, რომ "რომაელებს მსგავსი ტიპისა არაფერი ჰქონდათ".
  • 1888 წელს შენობის დიდი ნაწილი დაანგრია დიდმა წყალდიდობამ.
  • 1940 წელს ვინმე როალდ დაჰმა, რომელიც ბრიტანეთის იმპერიის არმიაში მსახურობდა, ბაღდადის მახლობლად გაიარა სამხედრო წვრთნები. როგორც თავად აღნიშნავს - მიფრინავდა უდაბნოს თავზე და შემთხვევით დაინახა უზარმაზარი თაღი, რომლის ფოტოგადაღებებმა წარმატება მოუტანა. ფოტოები 6 000 ფუნტი სტერლინგის ღირებულებისა იყო. წარმატების შესახებ ის მოგვიანებით თავის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში წერდა.
  • ერაყის თანამედროვე ხელისუფლება თანამშრომლობს ჩიკაგოს უნივერსიტეტის დიალი პროექტში, ასევე, კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული იყო ჩეხეთის კომპანია მის აღსადგენად.

დოკუმენტალისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წელს ნიდერლანდებში დაფუძნებულმა პეჯმან აქბარზადემ გადაიღო პირველი დოკუმენტური ფილმი თაკი-ქისრაზე. მონუმენტს სერიოზული საფრთხე შეექმნა 2015-2016 წწ. „ISIS“-ის ტერორისტული თავდასხმების შედეგად. ფილმის გადაღების ძირითადი მიზანი იყო სტრუქტურის დაფიქსირება მანამ, სანამ მთლიანად განადგურდებოდა იგი. ავტორთა კოლექტივს ორჯერ მოუწია ერაყში ჩასვლა მის გადასაღებად. ფილმი იკვლევს შენობის ისტორიას და არქიტექტურას. კვლევაში მონაწილეობს ცნობილ მეცნიერთა და არქეოლოგთა ჯგუფი სხვადასხვა ქვეყნებიდან.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: