თაიჭოუ (ძიანსუ)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საოლქო დონის ქალაქი
თაიჭოუ
泰州市
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია ძიანსუ
შიდა დაყოფა Hailing District, Gaogang District, Xinghua, Jingjiang, Taixing და Jiangyan District
კოორდინატები 32°27′24″ ჩ. გ. 119°55′22″ ა. გ. / 32.45667° ჩ. გ. 119.92278° ა. გ. / 32.45667; 119.92278
ფართობი 5,787.254 კმ²
მოსახლეობა 4,636,100 კაცი
სიმჭიდროვე 800 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 523
საფოსტო ინდექსი 225300
საავტომობილო კოდი 苏M
ოფიციალური საიტი taizhou.gov.cn
თაიჭოუ (ძიანსუ) — ჩინეთი
თაიჭოუ (ძიანსუ)

თაიჭოუ (ჩინ.: 泰州市) — საოლქო დონის ქალაქი აღმოსავლეთ ჩინეთში, ძიანსუს პროვინციის ცენტრალურ ნაწილში. ის მდებარეობს მდინარე იანძის ჩრდილოეთ სანაპიროზე. მას აღმოსავლეთით ნანთუნგი, ჩრდილოეთით იენჩენგი და დასავლეთით იანგჭოუ ესაზღვრება.

2010 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობამ 4 618 937 ადამიანი შეადგინა, რომელთაგან 1 607 108 ქალაქის ძირითად ნაწილში (მეტრო არეალი) ცხოვრობს. ძირითადი ნაწილი სამი ურბანული რაიონისაგან: ხაილინგის, ძიანგიანისა და კაოკანგისაგან შედგება.[1] ჰუ ძინტაო, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი, თაიჭოუს მის მშობლიურ ქალაქად მიიჩნევს. თაიჭოუ მშობლიური ქალაქია პეკინის ოპერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვანის, მეი ლანფანგისათვისაც.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თაიჭოუ გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში ცნობილი იყო როგორც ხაიიანგი (ჩინ.: 海陽, ფინინი:Hǎiyáng).[2]

დასავლეთ ხანის ლინხუაის სარდლობის პერიოდში, ხაილინგის (ჩინ.: 海陵 ფინინი:Hǎilíng) ოლქი დაარსდა, რომელიც თანამედროვე თაიჭოუს ტერიოტიაზე მდებარეობს. რუკებზე მისი აღნიშვნის საშუალებით ვიგებთ, რომ ეს სანაპირო ამაღლებული ტერიტორია უნდა ყოფილიყო. ხაილინგი და მისი მიმდებარე ტერიტორიები იანგჭოუს პრეფექტურის შესაქმნელად გამოეყო. ახალი თაი ჭოუ (ჭოუ ჩინურად პრეფექტურას ნიშნავს), პირველად შეიქმნა 937 წელს, როდესაც სამხრეთ ტანის დინასტიის ლი ბიანი მართავდა ამ ტერიტორიას.

თაიჭოუს მიენიჭა ლუს (წრე) სტატუსი 1277 წელს, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ის კვლავ ანექსირებულ იქნა იანგჭოუს მიერ.

ჩინეთის რესპუბლიკის შექმნის პერიოდში, თაიჭოუ თაის ოლქად გადაკეთდა, რომელიც ჩინეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში 1949 წლის 21 იანვარს შეიქმნა.[3] ოლქი მოგვიანებით თაიჭოუს ქალაქ 1950 წელს შეუერთდა. ისინი ერთმანეთს 1958 წელს შეუერთდნენ და 1962 წელს კვლავ გაიყვნენ.

გეოგრაფია და კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თაიჭოუ მდებარეობს მდინარე იანძისა და ჩინეთის დიდი არხის შესართავთამ. ძიანსუს პროვინციის სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში. პროვინციის ეს ნაწილი მდინარე იანძის ჩრდილოეთი ნაწილია, რეგიონის სამხრეთი ნაწილი კი ძიანგხუაის დაბლობს მოიცავს.

თაიჭოუს მეზობელი ტერიტორიებია: იანგჭოუ დასავლეთით, ნანთუნგი აღმოსავლეთით, იენჩენგი ჩრდილოეთით.

ძიანსუს ცენტრალური და სამხრეთი ნაწილების მსგავსად, თაიჭოუსათვის დამახასიათებელია ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია Cfa). ეს განპირობებულია აღმოსავლეთი აზიის მუსონებისაგან. თაიჭოუსათვის დამახასიათებელია ცივი, ნესტიანი მაგრამ შედარებით მშრალი ზამთარი და ცხელი, ნოტიო ზაფხული ხშირი წვიმებით. თვის საშუალო ტემპერატურა 2.4°C-იდან (იანვარი) 27.5°C-მდე იზრდება (ივლისი). წლიური საშუალო ტემპერატურა 15.36°C-ს შეადგენს.[4]

ჰავის მონაცემები — თაიჭოუ, ძიანსუ (1981–2010)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 6.6 8.8 13.2 19.6 25.4 28.4 31.5 31.0 27.2 22.1 15.7 9.4 19.9
საშუალო დღიური °C 2.4 4.4 8.4 14.4 20.1 24.0 27.5 27.0 22.9 17.4 10.9 4.9 15.4
საშუალო დაბალი °C −0.7 1.1 4.7 10.0 15.6 20.4 24.3 23.9 19.7 13.7 7.2 1.4 11.8
საშუალო ნალექი (მმ) 42.3 45.7 77.3 69.6 84.7 143.1 185.1 152.6 94.9 55.0 56.9 30.1 1 037,3
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 74 74 74 74 75 79 83 84 81 76 75 73 77
წყარო: China Meteorological Administration[4]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის მიწურულს ქალაქის ურბანული ნაწილის მოსახლეობამ 5 005 500 ადამიანი შეადგინა. ახალდაბადებულთა რიცხვმა 35 300 ადამიანი შეადგინა (შობადობის მაჩვენებელი 7.02 ‰). ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 1.37 ათასითაა გაზრდილი. 2019 წელს გარდაიცვალა 43 400 ადამიანი (გარდაცვალების მაჩვენებელი8.64 ‰), რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით 0.2 ათასითაა გაზრდილი. 2019 წლის მიწურულს, მოსახლეობის ურბანიზაციის მაჩვენებელმა 66.8% შეადგინა, რაც 0.8 პროცენტითაა გაზრდილი 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თაიჭოუში მდებარეობს ფქვილის საწარმოები, ქსოვილების დასამუშავებელი დაწესებულებები, სათევზაო ბადეების საწარმოები და ადგილობრივ სოფლისმეურნეობაზე მორგებული ინდუსტრიები.

ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ასევე ბუნებრივი რესურსების გამო თაიჭოუს სახელმწიფო საბჭომ ქალაქ ღია სანაპირო ქალაქის სტატუსი მიანიჭა. უკანასკნელ 20 წელში, ეკონომიკური ზრდა სტაბილურია და წლიურად, საშუალოდ, 10%-ს შეადგენს. ეს მდინარე იანძის დელტის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ერთ-ერთი მთავარი ქალაქია. 2019 წელს მთლიანმა შიდა პროდუქტმა 474.45 მილიარდი ჩინური იუანი შეადგინა. ქალაქის შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 110 731 იუანის ტოლია, რაც, დაახლოებით, 16 024 ამერიკული დოლარია.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თაიჭოუ დაძმობილებულია შემდეგ ქალაქებთან:

  • აშშ-ის დროშა ნიუპორტ-ნიუსი, აშშ
  • ავსტრალიის დროშა ლატრობ-სიტი, ავსტრალია
  • სამხრეთ კორეის დროშა ეუმსეონგი, სამხრეთი კორეა
  • ბელგიის დროშა იუი, ბელგია[5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. China: Jiāngsū (Prefectures, Cities, Districts and Counties) - Population Statistics, Charts and Map.
  2. (1999) 江苏省志・地理志. Jiangsu Guji Press, გვ. 86–7. ISBN 978-7-806-43266-2.  დაარქივებული 2021-11-05 საიტზე Wayback Machine.
  3. zh:4月23日 中国人民海军成立. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-30. ციტირების თარიღი: 2021-11-05.
  4. 4.0 4.1 中国气象数据网 - WeatherBk Data zh-cn. China Meteorological Administration. ციტირების თარიღი: 2020-04-12
  5. Sister-city relationships. Taizhou City Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 2 April 2014
  6. Hassinen, Raino. Kotka - International co-operation: Twin Cities. City of Kotka. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-29. ციტირების თარიღი: 2021-11-05.
  7. „Some 15 Finnish towns have twinned with friendship cities in China“. Helsingin Sanomat International Edition. 2013-06-20. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-23. ციტირების თარიღი: 2013-07-29.