შინაარსზე გადასვლა

თათაბო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Atriplex tularensis

თათაბო (Atriplex) — მცენარეთა გვარი ჯიჯლაყასებრთა ოჯახისა. ერთწლოვანი ან მრავალწლოვანი ბალახები, ბუჩქბალახები ან ბუჩქებია. ფოთლები და ღერო დაფარულია ფქვილოვანი ნაფიფქით. ყვავილები თავმოყრილია თავთავისებრ ან საგველასებრ ყვავილედებში.

200-მდე სახეობა გავრცელებულია ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყელში. საქართველოში 8–9 სახეობა იზრდება. თითქმის ყველა ერთწლოვანი ბალახია, მხო­ლოდ ერთი სახეობაა ბუჩქბალახი. უფრო აღმ. და სამხრ. საქართველოში გვხვდება.

ბიცობიანი უდაბნოებისა და ნახევრად უდაბნოების მცენარეებია. მინდვრებზე, ბაღებსა და ბოსტნებში გვხვდება სარეველადაც. რამდენიმე სახეობის ნორჩ ფოთლებსა და ღეროს მხალად ხმარობენ, ზოგი კარგი საკვები ბალახია აქლემის, ცხვრისა და ძროხისათვის. ზოგიერთს აშენებენ დეკორატიულ მცენარედ.