თავშეკავების მიკერძოება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Wikitext-ka.svg ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.

იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი.
სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|თავშეკავების მიკერძოება}}

თავშეკავების მიკერძოება არის იმპულსური ქცევის კონტროლის უნარის გადაფასების მიდრეკილება. თვითკონტროლის გაზვიადებულმა რწმენამ შეიძლება გაზარდოს ცდუნებებთან „შეხების“ სიხშირე და ასევე გაზარდოს იმპულსურობა. ამიტომ თავშეკავების მიკერძოებას აქვს გავლენა ნარკომანიაზე. მაგალითად, ვიღაც შეიძლება ნარკოტიკებთან ექსპერიმენტირებდეს, იმიტომ რომ სჯერათ შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ პოტენციურ დამოკიდებულებას.[1] ინდივიდის თვითკონტროლის უუნარობა, ან მათი ცდუნება შეიძლება გამოწვეული იყოს რამდენიმე ვისცერული იმპულსით. ვისცერული იმპულსები შეიძლება იყოს შიმშილი, სექსუალური აღგრძნება და დაღლილობა. ეს იმპულსები ადამიანს აძლევენ ინფორმაციას სხეულის მიმდინარე მდგომარებაზე და ასევე იმაზე თუ რისი გაკეთებაა საჭირო სხეულის საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის.

თანაგანცდის დანაკლისის ეფექტი: თანაგანცდის დანაკლისის ეფექტი გამოიხატება იმაში, რომ ადამიანებს უჭირთ სათანადოდ შეაფასონ თუ რა გავლენა აქვს იმპულსურ მდგომარეობას მათ ქცევაზე. ამ ეფექტის თანახმად, როდესაც ადამიანები არ არიან ემოციური (თუ ზოგადად რომელიმე ვისცერული პროცესის) აღგძნების მდგომარეობაში, მაგალითად არ განიცდიან შიმშილს, ისინი სათანადოდ ვერ აფასებენ, თუ რა გავლენა ექნებათ იმპულსებს მათზე აღგძნებულ მდგომარეობაში. ვისცერული იმპულსების არასათანადო დაფასება შეიძლება გამოწვეული იყოს მეხსიერების შეზღუდული შესაძლებლობებით. რაც გულისხმობს, რომ ინდივიდმა შეიძლება გაიხსენოს იმპულსური მდგომარეობა, მაგრამ არ შეუძლია აღადგინოს იმპულსური მდგომარეობის შეგრძნება. [1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Nordgren, Loran F.; van Harreveld, Frenk; van der Pligt, Joop (2009). „The Restraint Bias: How the Illusion of Self-Restraint Promotes Impulsive Behavior“ (PDF). Psychological Science. 20 (12): 1523–1528. doi:10.1111/j.1467-9280.2009.02468.x. PMID 19883487. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2016-05-16.