თავნასკვა
თავნასკვა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Cyperus trachysanthos | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Cyperus L., 1753 | ||||||||||||||
|
თავნასკვა[1] (ლათ. Cyperus) — მცენარეთა გვარი ისლისებრთა ოჯახისა. უპირატესად მრავალწლოვანი ბალახებია. სიმაღლე 1,5 (იშვიათად 5) მეტრამდე. ფოთლები უფრო ხშირად ხაზურია. ყვავილები ორსქესიანი, ყვავილსაფარის გარეშე, შეკრებილია ქოლგისებრ ან თავაკისებრ ყვავილედში, რომლის ძირშიც ყვავილთანა ფოთლებია. ნაყოფი კაკლისებრია.[2] ცნობილია 700-დან[3] 900-მდე[4] სახეობა. გავრცელებული არიან ტროპიკებში, სუბტროპიკებში, იშვიათად ზომიერ ოლქებში; იზრდებიან ძირითადად წყალსატევთა ნაპირებზე, როგორც სარეველები — სარწყავი კულტურების ნათესებში.
ფართოდაა გავრცელებული ერთწლოვანი მურა თავნასკვა (С. fuscus), რომელსაც შავ- ან მოწითალო-მურა თავთუნები აქვს. პაპირუსი (C. papyrus) გამოიყენება საწერი მასალის („პაპირუსის“), ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ჭილოფების დასამზადებლად, საჭმელად. მიწის ნუში (C. esculentus) მოშენებულია საჭმელად ვარგისი ბოლქვების გამო. მრგვალი თავნასკვა (C. rotundus) ძლიერ ცუდი სარეველაა. თავნასკვა-ჩალა ანუ გრძელი თავნასკვა (С. longus) შეიცავს ეთერის ზეთს, რომელსაც იის სურნელი აქვს, იყენებენ პარფიუმერიაში. მრავალი სახეობის ღეროს იყენებენ წნულებში. ქოლგისებრი თავნასკვა (С. alternifolius) ოთახისა და ორანჟერეის პოპულარული ყვავილია.[2]
საქართველოში გავრცელებულია 10 სახეობა:[5]
- Cyperus difformis L., 1756
- Cyperus eragrostis Lam., 1791
- Cyperus esculentus L., 1753 – მიწის ნუში, ბესენია
- სინონიმი: Cyperus aureus Ten., 1824[6]
- Cyperus fuscus L., 1753 – მურა თავნასკვა
- Cyperus glaber L., 1771
- Cyperus glomeratus L., 1756
- Cyperus longus L., 1753 – თავნასკვა-ჩალა, გრძელი თავნასკვა
- Cyperus longus subsp. badius (Desf.) Bonnier & Layens, 1894 – წამალწვრილი
- სინონიმი: Cyperus badius Desf., 1798[7]
- Cyperus michelianus (L.) Delile, 1813
- Cyperus michelianus subsp. pygmaeus (Rottb.) Asch. & Graebn., 1904
- სინონიმი: Cyperus pygmaeus Rottb., 1773[8]
- Cyperus rotundus L., 1753 – მრგვალი თავნასკვა
- Cyperus serotinus Rottb., 1773
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
მიწის ნუში (Cyperus esculentus)
-
მურა თავნასკვა (Cyperus fuscus)
-
თავნასკვა-ჩალა (Cyperus longus)
-
Cyperus michelianus subsp. pygmaeus
-
მრგვალი თავნასკვა (Cyperus rotundus)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მაყაშვილი ა., ბოტანიკური ლექსიკონი : მცენარეთა სახელწოდებანი, მე-3 გამოც., თბ.: „მეცნიერება“, 1991. — გვ. 29.
- ↑ 2.0 2.1 Татанов И. В. Сыть // Большая российская энциклопедия. т. 31. — М., 2016. — стр. 510.
- ↑ Cyperus. The Plant List. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო, 2024
- ↑ Cyperus L. en. Plants of the World Online | Kew Science. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო, 2024
- ↑ დავლიანიძე მ., ღვინიაშვილი ც., მუყბანიანი მ. და სხვ., საქართველოს ფლორის ნომენკლატურული ნუსხა, თბ.: „უნივერსალი“, 2018. — გვ. 110–111, ISBN 978-9941-26-391-0.
- ↑ Cyperus aureus Ten. en. Plants of the World Online | Kew Science. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო, 2024
- ↑ Cyperus badius Desf. en. Plants of the World Online | Kew Science. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო, 2024
- ↑ Cyperus pygmaeus Rottb. en. Plants of the World Online | Kew Science. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო, 2024