თავკომბალა
იერსახე
თავკომბალა — უკუდო ამფიბიების ლარვა. ცხოვრობს წყალში. აქვს გარეგანი ლაყუჩები, ორსაკნიანი გული, გრძელი კუდი, გვერდითი ხაზის ორგანოები. კიდურები არ აქვს. 3-4 თვის შემდეგ იწყება მეტამორფოზი: გული სამსაკნიანი ხდება, ვითარდება სისხლის მიმოქცევის მეორე (მცირე) წრე და უკანა კიდურები; ქრება ლაყუჩები, კუდი, გვერდითი ხაზის ორგანოები და სხვა. მეტამორფოზის დამთავრების შემდეგ ხმელეთზე გამოდის პატარა ბაყაყი, რომელსაც უკვე აქვს ხმელეთის ხერხემლიანთა ყველა ნიშან-თვისება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 569.