თავის ტვინის ვენური თრომბოზი
იერსახე

თავის ტვინის ვენური თრომბოზი (ლათ. Thrombosis venosa cerebri) — ქალას ღრუში არსებული ვენური არხებიდან რომელიმეს ოკლუზია. ვენური არხები მოიცავს დურალურ ვენებს, ქერქოვან ვენებსა და ღრმა ცერებრალურ ვენებს. გამომწვევი მიზეზებია თრომბოფილია, თირკმლის დაავადებები, ქრონიკული ანთებითი დაავადებები, ორსულობა, ესტროგენის შემცველი კონტრაცეპტივების მიღება, მენინგიტი, ქირურგიული ჩარევა თავის/კისრის მიდამოზე, სიმსუქნე, სინუსების მექანიკური დაზიანება, დეჰიდრატაცია, ანემია და ა.შ.