შინაარსზე გადასვლა

თავის ტვინის აბსცესი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თავის ტვინის აბსცესი. მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულება T1 რეჟიმში, კონტრასტით. აღინიშნება ცენტრალურად ჰიპოინტენსიური სიგნალი, კონტრასტის პერიფერიული ჩართვით. აბსცესის გარშემო ვლინდება შეშუპება დიდ ფართობზე.

თავის ტვინის აბსცესითავის ტვინის ინფექციის გართულების შედეგად წარმოქმნილი ანთებითი უჯრედების, მკვდარი უჯრედებისა და პათოგენური ორგანიზმების გროვა, გარშემორტყმული მემბრანით. კლინიკური გამოვლინებები მოიცავს მომატებული ქალასშიგა წნევის სიმპტომებსა (თავის ტკივილი, გულყრა, ღებინება, ცნობიერების დათრგუნვა) და ფოკალურ ნევროლოგიურ დეფიციტებს, გამომდინარე აბსცესის მდებარეობიდან. რადიოლოგიურ კვლევებზე (კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულება T1 რეჟიმში, კონტრასტით) ახასიათებს ცენტრალურად ბნელი (ჰიპოდენსური/ჰიპოინტენსიური) შეფერილობა და პერიფერიულად კონტრასტის ჩართვა (ნათელი შეფერილობა).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]